logo_geo
შოთიკო ნოზაძე: ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული იყო ჩემთვის იქიდან წამოსვლა...
- +

18 ოქტომბერი. 2019. 18:28

 

„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული იყო ჩემთვის იქიდან წამოსვლა“,- ამის შესახებ მსახიობი შოთიკო ნოზაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემთვის დიდი სიახლეა „კომედი ჯგუფში“ მუშაობა, რადგან, გადაღების სპეციფიკიდან დაწყებული, ყველაფერი ახალია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შევძლებ საკუთარი თავის რეალიზებას. „კომედი შოუში“ ყოველ ჯერზე ახალ-ახალი პერსონაჟების განსახიერება მომიწევს, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩემს საქმეს. რაც შეეხება სერიალს, იქიდან მე წამოვედი, არავის გამოვუშვივარ. რაღაცებზე ვერ შევთანხმდით, რაზეც არ მინდა საუბარი.

 

5 წელია სერიალის გუნდთან ერთად ვცხოვრობ და იქაურობა ჩემი მეორე სახლივით იყო. შევიძინე უამრავი მეგობარი. ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული იყო ჩემთვის იქიდან წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთული იყო გუნდთან დამშვიდობება. კარგია, რომ ისევ იუმორის სფეროში განვაგრძობ მუშაობას“,- აღნიშნავს შოთიკო ნოზაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი