logo_geo
ნიკო ლეკიშვილი: ვიყავი ქალაქის მერი, მეტი პრეტენზია არ მქონია. მინდოდა, თბილისისთვის მემსახურა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 20:58

 

 

თბილისის ექსმერი ნიკო ლეკიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას საკუთარ თავზე უამრავი ჭორი გაუგონია, თუმცა ამ ჭორების ავტორებსაც პოულობდა.

როგორც ამბობს, მათგან ბევრი ცოცხალი აღარ არის. ხოლო ვინც ცოცხალია უცხოეთში იმყოფებიან.   

"ჩემს ცხოვრებაში პრეზიდენტობა არ მდომებია, არც სახელმწიფო მინისტრობა იყო ჩემთვის დიდი რამ, ვიყავი ქალაქის მერი და მორჩა, მეტი პრეტენზია არ მქონია. მინდოდა, თბილისისთვის მემსახურა და დანარჩენი არ მაინტერესებდა. ავტორიტეტი მქონდა და ჩათვალეს, რომ კონკურენტი ვიყავი, თუმცა, სახელი ვერ გამიფუჭეს, იმდენად აბსურდული იყო ბევრი ჭორი და თვითონაც დაანებეს თავი. პარიზში და მადრიდში სახლები აქვსო, ფოთის პორტი შეისყიდა სხვის სახელზეო და ათასი რამ. მე უბრალოდ ვიცინოდი ამ ყველაფერზე, მაგრამ გულიც მწყდებოდა. ხალხისგან პატივისცემას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. როცა ეგონათ, რაღაცას გამიფუჭებდნენ, ვერ გამიფუჭეს", - ამბობს ნიკო ლეკიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი