logo_geo
ნოდარ ნათაძე ხაზარაძეს ამხელს: მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი
- +

22 ოქტომბერი. 2019. 01:05

 

 

"სახალხო ფრონტის" ლიდერი, ყოფილი დეპუტატი ნოდარ ნათაძე, ცნობილ ბიზნესმენ, "თი ბი სი ბანკის" მფლობელ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, 30 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს და მას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. 

 

როგორც ნოდარ ნათაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, მაშინ არ იცოდა ვინ იყო "აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი", მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის “საბანკო ვარსკვლავებს” შორის გამოჩნდა, მაშინვე იცნო.

 

ნათაძის მტკიცებით, საკუთარი თვალით ნახა მამუკა ხაზარაძე, როგორ მონაწილეობდა 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში.  

 

მისივე თქმით, 18 თებერვლის აქცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" ინიციატივით მოეწყო. “გეპეის” მაშინდელი რექტორის, გოჩა ჩოგოვაძის ინიციატივით, პარტიული და კომკავშირული აქტივი ზონდერ-ჯგუფებით თავს დაესხნენ შედარებით მცირერიცხოვან მომიტინგეებს და მათ სცემეს. თუმცა პასუხიც მიიღეს და მათაც მოხვდათ. მოგვიანებით დარბევა ბუკიას ბაღში გაგრძელდა, სადაც სახელდახელოდ გამართულ მიტინგზე მილიციელები ტრიბუნასთან მდგარ მერაბ კოსტავას თავს დაესხნენ და კეფა ქვაფენილზე დაარტყმევინეს. 



"საკუთარი თვალით ვიხილე ამ დარბევის ამაზრზენი სცენები. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ის გამოჩნდა შევარდნაძის “საბანკო ვარსკვლავებს” შორის, მაშინვე ვიცანი ეს ჯალათი. მაგის სახეს რა დამავიწყებდა. როდესაც “გეპეის” პირველ კორპუსთან პირველი დარბევა მოხდა, ჩვენ ყველამ ბუკიას ბაღისკენ გადავინაცვლეთ. აი, აქ მოხდა სწორედ დარბევა, რომელიც მილიციელებმა მოგვიწყვეს. ეგზეკუციას პოლკოვნიკ ღუდუშაურის სპეცრაზმი ატარებდა. ბუკიას ბაღში გამართულ სახელდახელო მიტინგზე მილიციელები ტრიბუნასთან მდგარ მერაბ კოსტავას თავს დაესხნენ და ჭაღარა კეფა ქვაფენილზე დაარტყმევინეს. ეს, როგორც იტყვიან, საკუთარი კეფით შევიგრძენი”, – განმარტა ნათაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი