logo_geo
„რუსთავი 2“-ის ლილიპუტი ტყუპისცალი „მთავარი არხიც“ თავიდან ბოლომდე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს!“
- +

22 ოქტომბერი. 2019. 18:35

 

„არის თუ არა პროფესორი გიული ალასანია ბიზნესლედი და „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და იმ 200 ათასი დოლარის მფლობელი, რომელიც მან „მთავარ არხში“ ჩადო“, - ამის შესახებ  გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო  ჩუბინიძე წერს.

 

„გავრცელებული ინფორმაციით, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „მთავარი არხის“ 2 პროცენტი შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 200 ათას დოლარს შეიტანს!

 

ამჟამად „მთავარი არხის“ წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 51 პროცენტი ეკუთვნის ნიკუტა გვარამიას, 42 პროცენტი - კახაბერ ანჯაფარიძეს, 2,5 პროცენტი - გიორგი რურუას, 2,5 პროცენტი - მარი-ანა რურუას, ხოლო 2 პროცენტი -გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტს“.

 

მეწილეებს შორის მითითებული გიორგი, ანუ იგივე ჟორიკა რურუა, სავარაუდოდ, აწ განსვენებული ნიკა რურუას ძმა უნდა იყოს, რომლის სახელიც უამრავ კრიმინალურ გარჩევას, უბედურებასა და 90- იანი წლების საქართველოს შავბნელ წარსულს უკავშირდება.

 

მარი-ანა რურუა, ჩვენი ინფორმაციით, განსვენებული ნიკა რურუას ქალიშვილია, რომელმაც დედასთან ერთად „ რუსთავი 2“-ზე გამართული კულინარიული დუელი მოიგო და 50 ათასის მფლობელი გახდა! რაც შეეხება კახაბერ ანჯაფარიძეს, ეს პიროვნება, როგორც ტელევიზიის მეწილე, მგონი, ისევე არ არსებობს. როგორც ფანტომასის ორეულები - ძმები ყარამანიშვილები!

 

მოკლედ, ოფიციალურად თუ განვსჯით, ქალბატონი გიული ალასანია „მთავარი არხის“ 2-პროცენტიანი ბიზნესლედია, არადა, სინამდვილეში ბავშვმაც კი იცის, რომ ნიკუტა გვარამიაც, ნოდარიკო მელაძეც და „რუსთავი-2“-ის ლილიპუტი ტყუპისცალი „მთავარი არხიც“ თავიდან ბოლომდე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს!

 

ისევე, როგორც ბუნებაში არ არსებობს მამუკა ხაზარაძის ყბადაღებული „500-დოლარიანი ბიზნესი“ და „თიბისი ბანკის“ მიერ შექმნილი ფინანსური იმპერიის უკან სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ოჯახი და „გადაგდებული“ ქართველი მეანაბრეები დგანან, ზუსტად ისეთივე აბსურდია იმაზე მსჯელობა, არის თუ არა პროფესორი გიული ალასანია ბიზნესლედი და „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და იმ 200 ათასი დოლარის მფლობელი, რომელიც მან „მთავარ არხში“ ჩადო“.

 

რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილი - ქალბატონი გიულის ნაპრეზიდენტალი ვაჟი, რომელიც დედამ მამის მიმართ საშინელი სიძულვილით გამოზარდა, ალბათ, სწორედ ამ სიძულვილის ნაყოფი იყო ღვინით გამტყვრალი სააკაშვილის სურვილი, „ვარდების რევოლუციის“ კვირაძალზე დაეჭირა საკუთარი მამა -ნიკოლოზ სააკაშვილი! კიდევ კარგი, გიული ალასანიას ეყო ჭკუა და შეაჩერა უჭკუო სააკაშვილი, რომელსაც საქვეყნოდ თავის მოჭრა და „გაბანძება“ მანამ ელოდა, სანამ მისი სისულელის ამბავს მთელი ქვეყანა გაიგებდა“,- წერს დიტო ჩუბინიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი