logo_geo
მარიანა კახიანი: 17 წლის ასაკში მივიღე ყველასათვის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება...
- +

23 ოქტომბერი. 2019. 14:32

 

„ყველა თვლიდა, რომ როგორც ბალერინას, კარგი მომავალი მქონდა“,- ამის შესახებ მსახიობი მარინა კახიანი ჟურნალ „თბილისელებთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„სახლში სულ ვცეკვავდი და ბალეტის მოძრაობების დროს ვცდილობდი, მამა და ძმები პარტნიორებად გამომეყენებინა. ცხრა წლის ვიყავი, როცა პირველად მიმიყვანეს ბალეტის გასინჯვაზე და ეს დღე ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემს ცხოვრებაში - ჩემმა მშობლებმა პირველი ოცნება ამიხდინეს. ყველა თვლიდა, რომ, როგორც ბალერინას, კარგი მომავალი მქონდა: ვცეკვავდი პარტიებს, გახლდით ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე... 17 წლის ასაკში მივიღე ყველასთვის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება და ჩავაბარე თეატრალურში. წლების განმავლობაში მეკითხებოდნენ - რატომ? ვპასუხობდი ხოლმე, რომ მოკლე იყო ბალერინას ცხოვრება, პეპელასავით მოკლე და მსგავს რაღაცებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მაინც ჩემი სიჯიუტე იყო - მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ საკუთარი თავის, ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მმართველი თავად ვიყავი“, - აღნიშნავს მარინა კახიანი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი