logo_geo
ბიძინა მახარაძე: რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია, ნელ-ნელა წარსულში რჩება...
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:51

 

 

„როცა ამბობენ, რა არის ეს შოუებიო, ვეუბნები, მერე ნუ უყურებთ-მეთქი. ეს არის გასართობი პროგრამა, დაჯექი და იცინე“,- ამის შესახებ იუმორისტი ბიძინა მახარაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საქმე ის არის, რომ მე სცენური იუმორის წარმომადგენელი მსახიობი ვარ. შეიძლება ადამიანი არტისტიზმით იყოს დაჯილდოებული, მაგრამ არტისტი არ იყოს. აღარ არსებობს სკოლა, რომელიც ამ პროფესიას შეასწავლის.

 

არავის ვამცირებ, უბრალოდ ვხსნი, რა არის. როცა ამბობენ, რა არის ეს შოუებიო, ვეუბნები, მერე ნუ უყურებთ-მეთქი. ეს არის გასართობი პროგრამა, დაჯექი და იცინე. ეს სხვა რამაა და ვერ დავკავდები ამით და არც იკლავენ თავს - არიქა, მოდიო. ხელოვნება კი სხვა რამეა.

 

რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია, ნელ-ნელა წარსულში რჩება ასეთი ზემსუბუქი ჟანრის გამო და ამასაც აქვს არსებობის უფლება, ხალხსაც მოსწონს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, სცენური იუმორი სულ გაქრება.

 

ადრე საესტრადო სასწავლებელი არსებობდა. ახლა ესტრადის მსახიობებს არავინ ზრდის და ამზადებს. მერე რა, არის ქვეყნები, სადაც ასეთი სასწავლებლები ასევე არ არის. მაგალითად, ამერიკაში სტენდაფებია, სადაც გამოვლენ და უკანასკნელი სიტყვებით იგინებიან. დაბალი დონეა, მაგრამ ეს სტენდაფები მსოფლიოშია მოდებული. არც საესტრადო მსახიობობა არსებობს და არც სხვა რამ“, - აღნიშნავს ბიძინა მახარაძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი