logo_geo
მამუკა არეშიძე: მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, საიდანაც გამოსვლა ძალზე რთულია
- +

25 ოქტომბერი. 2019. 10:25

 

„მცოცავი ოკუპაციის შეჩერება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და არსებული ვითარების შეუგუებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების როლი მინიმალურია. რუსეთის მორიგი თავნებობა გამოწვეულია გეოპოლიტიკური პროცესით, ვგულისხმობ მაგალითად, შავ ზღვაში  ამერიკული წარმომადგენლობის გაძლიერებას, საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს ბაზის მშენებლობას, რომელიც დეკემბერში დასრულდება. აგვისტოში განხორციელდება პროექტი, რომელიც თურქმენული გაზის საქართველოს გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ეხება. მართალია, ამ პროექტში თბილისი საერთოდ არ ჩარეულა, მაგრამ მოსკოვისთვის ეს ამბავი მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღის საბაბი გახდა. ე.ი. რუსეთი როგორც დაინახავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, მნიშვნელობა იზრდება, მაშინვე იწყებს საზღვრის გადმოწევის პროცესს. კრემლისთვის ეს მხოლოდ საქართველოზე კი არა, მის გეოპოლიტიკურ პარტნიორებზე ზეწოლის მექანიზმიც არის. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოსთან ომი იმიტომ კი არ დაიწყო, რომ ოფიციალურმა თბილისმა რამე განსაკუთრებული გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. აგვისტოს ომი იყო რუსეთის პასუხი კოსოვოს დამოუკიდებლობაზე. შეიძლება ითქვას, რომ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, საიდანაც გამოსვლა ძალზე რთულია. ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად დასავლურ ვექტორზე უარი ვთქვათ. თუმცა პრობლემას ესეც ვერ გადაწყვეტს. დასავლურ ვექტორზე უარი რომ ვთქვათ, მერე რუსეთის იმედად ჩემი მტერი დარჩა.

 

ამიტომ რაღაც უფრო რაციონალური მოვიფიქროთ. მცოცავი ოკუპაციის შეჩერება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და არსებული ვითარების შეუგუებლობაა. ასევე ის კონსოლიდირებული მოქმედებები, რომელზეც მე საჯაროდ ვერ ვსაუბრობ“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი