logo_geo
მამუკა არეშიძე: შარვლების ჩახდა არც მტრის თვალში გვმატებს ღირსებას და არც მოყვრის
- +

25 ოქტომბერი. 2019. 15:30

 

 

„ზედმეტმა აჟიოტაჟმა შესაძლოა, კონფლიქტამდე მიგვიყვანოს“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„აქტივისტების აქტიურობას თავდაპირველად ძალიან ვგულშემატკივრობდი. თუნდაც იმიტომ, რომ აქტივისტების იქ ყოფნა საზოგადოებას აჯანჯღარებს და ახსენებს, რომ იქ პრობლემა გვაქვს. ეს შიდა მოხმარებისთვის ცუდი ღონისძიება ნამდვილად არ არის. მაგრამ ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ზედმეტი აჟიოტაჟი არაფრის მომტანია, მით უფრო ჩვენთვის შეუფერებელი საქციელი, როგორიცაა შარვლების ჩახდა, არც მტრის თვალში გვმატებს ღირსებას და არც მოყვრის. მაგალითად, ასეთი ტიპის ზედმეტმა აჟიოტაჟმა შესაძლოა, კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ალბათ გახსოვთ, ქართველი აქტივისტები მესაზღვრეებს ხელით რომ შეეხნენ, გადავრჩით, რომ ისინი აზერბაიჯანელები იყვნენ, აბა, რუსს შეეხეთ?!

 

ის აქტიურობა, რაც ახლა ატოცშია, სწორი და მისასალმებელია, მთავარია, მერე ზედმეტი არ მოუვიდეთ“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი