logo_geo
მამუკა არეშიძე: შავი ზღვა არის სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი სივრცე
- +

25 ოქტომბერი. 2019. 18:19

 

„ამერიკა და დასავლეთი არ აპირებენ ამ სივრცის დატოვებას, რადგან ეს არის რუსეთის შემაკავებელი ინსტრუმენტი“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მუდმივი მეგობრები პოლიტიკაში, არსებობს მუდმივი ინტერესები. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ინტერესები აქვს, ასევე ევროპას აქვს თავისი ინტერესები, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ  ამ ინტერესების კონტექსტში მოვხვდეთ და თუ ვატყობთ, რომ ვითარება იცვლება, უნდა გადავაწყოთ ჩვენი სტრატეგიაც, თორემ იმის ძახილი, რომ მიგვატოვეს და ცრემლები ვღვაროთ, სისულელეა.

 

ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის პარტნიორად, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ქართველებზე გიჟდებიან ან ხაჭაპური უყვართ, არამედ იმიტომ, რომ შავი ზღვა არის სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი სივრცე. NATO-ს ოთხი ქვეყანაა განლაგებული მის სანაპიროზე, ამერიკა და დასავლეთი არ აპირებენ ამ სივრცის დატოვებას, რადგან ეს არის რუსეთის შემაკავებელი ინსტრუმენტი. სირია შორს არის, შავი ზღვა ევროპის გვერდითაა“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი