logo_geo
რეზო ამაშუკელი „ნაციონალებზე“: რას მეტყლარჭებიან, რას მიყოფენ ყურიდან ენას?!
- +

28 თებერვალი. 2017. 14:48




პოეტი რეზო ამაშუკელი „ალიასთან" ინტერვიუში გოგი გვახარიაზე, გიგა ბოკერიაზე, დავით დარჩიაშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.


„ამ ე.წ. ლიბერალებს ყველაფერი ქართული ეზიზღებათ. გვარების ხსენებაც არ მინდა, მაგათთვის დიდი პატივი იქნება... თუმცა ერთს მაინც აუცილებლად დავასახელებ: აი, ის თმაშეღებილი, მჭლე საჭურისი, გაკრეჭილ მიცვალებულს რომ ჰგავს, ხელში ფანქრები რომ უჭირავს და ტელევიზიით გვმოძღვრავს... გოგი გვახარია, რომელმაც აღარ იცის, თავისი ინტელექტუალური სამყარო როგორ განავრცოს, გვმოძღვრავს მთელი ცხოვრება. სად პოულობს ამ ვითომ მოფილოსოფოსო, ვითომ ლიბერალებს? ჯერ ერთი, ეგენი პროტესტანტები კი არ არიან, ეგენი უნიჭოები არიან. ეს უპატრონო, მთელი ცხოვრება ზის ფანქრით ხელში, არჩევს ამ კინოებს და პარალელურად ლანძღავს ყველაფერს, რაც აქამდე გაკეთებულა. მე მაქვს ნოსტალგია, პირადაპირ ხმამაღლა ვაცხადებ...

 

ახლა გაირჭოს ფანქარი ყურებში წიკლაურმა! დიახ, რენესანსული პერიოდი იყო საქართველოში, როცა კომუნისტები იყვნენ. რანაირი წითელი კომუნისტი ვარ მე?! როცა ხალხთა მეგობრობის ორდენი მომანიჭეს, გამოვედი თუ არა, იქვე ვაჩუქე ზურაბ ნიჟარაძეს, მხატვარს, აგერ არის ცოცხალი. მე ვარ წითელი კომუნისტი, როცა სამჯერ არა ვარ ნამყოფი პარტიის კრებაზე? ახლა მეტყვიან, შენ კომკავშირის პრემია გაქვს მიღებულიო... დიახ, მაქვს, რეზო ლაღიძესთან ერთად მაქვს მიღებული, ნოდარ წულეისკირთან ერთად, ჯანსუღ ჩარკვიანთან, ელდარ შენგელაიასთან ერთად! ნოდარ დუმბაძე მთაწმინდაზე დავმარხეთ, კომკავშირის პრემია ჰქონდა მიღებული, რას მეტყლარჭებიან, რას მიყოფენ ყურიდან ენას?! ნახევარზე მეტი პარტიული მუშაკების შვილები არიან, კომუნისტურ ოჯახებში არიან გაზრდილები.

 

ცოდვაში დგას მთელი სამყარო... მე ამასწინათ ვწერდი ერთ ლექსში: შეშინებული იყურება კაცობრიობა ცისკენ. ვეღარ ითმენს ამდენ ცოდვას ეს პლანეტა, პედოფილიამ გარყვნა ყველაფერი. გამოდის ეს გვახარია ფანქრით ხელში, ეს ხომ „პირველი არხის" იდეოლოგია? ყველას ფანქარი უჭირავს ხელში, ჯობია, კარგად გაზომონ, ქალმაც და კაცმაც, რამხელა ფანქრები უჭირავთ, ალბათ, ამ ზომაზე აქვთ დაყენებული თავიანთი ჰორმონალური მოთხოვნილებები.

 

ტოლერანტობას მასწავლიან ესენი? საქართველოს ამ პატარა ნაგლეჯზე ხუთი რელიგიაა და თანაარსებობს. მე ვამბობ ტრადიციულ რელიგიებზე, რომლებსაც დავით აღმაშენებელი სცემდა პატივს. დაავიწყდათ, გამაძღარ ღორს რომ ჰგავს მოჭუტული თვალებით, ეს ბოკერია, ეს არის პირველი კარდინალი, რომელსაც ერის გადაკეთება უნდა, მაგაზეა აქცენტი აღებული ახლა... გაიხსენეთ, როგორ გარბოდა პერანგამოჩაჩული, როცა მისდევდნენ. განკვეთილი მღვდლების გვერდზე მე არასოდეს არ დავდგები იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მაინც ეკლესია იყო. ეკლესიას ნუ ანგრევ შენ!

 

რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკება ეს დარჩიაშვილი, ბუხრის საწმენდს რომ ჰგავს? პარიზიდან როცა გერმანელები გაყარეს, ჩიტებივით იჭერდნენ ქუჩებში ამათთანა კოლაბორაციონისტებს. მე არ ვარ ამისი მომხრე, მაგრამ ერთსაც შეგახსენებთ: სომხებს აქვთ მოღალატეების სასაფლაო. ყველა თაობა მიჰყავთ, რათა ყველამ დააფურთხოს. ძალიან კარგად უვლიან, ყველამ იცის, რომ ეს არის მოღალატეების სასაფლაო. ჩვენც გვაქვს ასეთი სასაფლაო - ეს ბაქრაძე, მექანიკური თოჯინა, საიდან მოიყვანეს? პოლიპებიანი, სულ მგონია, რომ ცხვირზე ისა აქვს, სარეცხის „შპილკა", ქართულად როგორ არის, არც ვიცი. გამოდის, ჯერ პატარა მუცელი მოუძღვება წინ და მოპაკიპუკობს, დაჯდება და ასწავლის ხალხს დემოკრატიას. ეს ნამდვილი პოლიტიკური ზოოპარკია, პოლიტიკური სასაფლაო!

 

დახტის ახლა სააკაშვილი... გაიგეთ, რომ ეს არის დაბადებიდან აფერისტი! ფსიქიკური გადახრები აქვს, ამას მარტო მე არ ვამბობ, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ეს არ არის ნორმალური ადამიანი. გეუბნებით, არიან გიჟები, რომლებსაც შეუძლიათ, 10751 უცებ გაამრავლონ 17008-ზე, ერთ წამში გეტყვიან ზუსტად, მაგრამ გიჟები არიან. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, თავის ცხოვრებაში ამ კაცს სიმართლე არ უთქვამს. ეს არის მოტლიკინე ადამიანი, რომელიც უნდა დააყენო და ატლიკინო, ამაში მაგარია, ენერგია აქვს, წამალზე ზის... მე არ ვიცი, ამ წამალს რა ჰქვია, მაგრამ მთლად ნორმალური რომ არ არის, ეს ფაქტია. პოეზიის საღამო იყო პარიზში ჩემი, მოვფრინავდი მიუნხენის გავლით მეუღლესთან ერთად. იმ თვითმფრინავში ამოვიდა ეგეც... ჯერ ისევ პარლამენტში იყო. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ახლა დავუწყე მე მაგას გინება... თვალებში რომ ჩავხედე, იმ წუთსვე ვთქვი, გიჟია-მეთქი. მთელ ოჯახს ვუთხარი, ჟვანიების ოჯახს: ეს მოკლავს თქვენს შვილს! ყურში კი არ მითქვამს, კაცო, ჰკითხეთ მის ცოლს, დედას, ძმას. სუფრასთან მითქვამს ხმამაღლა, ზურას მოკლავს-მეთქი. არა, როგორ, ჩვენ ვიცნობთო, ასეთი იყო პასუხი. კი, ბატონო! ჰოდა, იმას ვამბობდი, ამოვიდა თვითმფრინავში, ხომ მოაქვთ საჭმელი იქ? ხალხი უყურებდა მაგის ჭამას, სირცხვილით სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის აეროპორტში: როცა ვიცით, რომ ეგ მიფრინავს სადმე, მთელი სამზარეულო არის ათმაგად მობილიზებულიო. ეს რას ნიშნავს? გიჟები ვერ გრძნობენ გაძღომას!

 

ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ... ზურაბ ჟვანია იყო იმდენად თბილი ჩემს მიმართ, მე მიყვარდა ზურა, იმასთან ლაპარაკიც შეიძლებოდა და საქმის კეთებაც, მაგრამ ეს გიჟი მოიყვანა მაგან. ჩემი დანაშაული ის არის, რომ რამდენიმეჯერ სუფრასთან ვმჯდარვარ ამ ყმაწვილთან ერთად, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი კრიტიკული, ყოველთვის გარბოდა ჩემგან. როცა პირველად აირჩიეს დეპუტატად, სადღაც პლეხანოვზე სუფრა გააკეთა და არ მივედი, ტანით ვგრძნობდი უკვე, ვინც იყო. არც ერთი ქართველი არ არის, არც ერთი! დამიძახონ ახლა ქსენოფობი და ისა... მე ჩემი სამშობლო მინდა, ის ფანქრები ყურში გაითხარონ იმათ, „პირველ არხზე" რომ ყრიან, პაიჭაძე რომ გადაიდებს ხოლმე ფეხს ფეხზე, რეზინის ვენტილიატორივით რომ აქვს ყურები გაშვერილი.

 

მე ირაკლი აბაშიძის ნაჩუქარი პატარა ჭიქა მაქვს და მინდა, კაცი ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე, იმასთან ერთად, ორი ჭიქა ღვინო დავლიო, პატრიარქი დავლოცო და ჩემს შვილიშვილებს ვუყურო", - განაცხადა რეზო ამაშუკელმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი