logo_geo
ლიკა ქავჟარაძე დღეს 60 წლის გახდებოდა
- +

26 ოქტომბერი. 2019. 14:09

 

80-იანი წლების ქართული კინოს მშვენება – ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი როლი, 12 წლის ასკში შედგა, როცა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს.

 

შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი (1973), „სიყვარული, ივერია და…“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975),  „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ.

 

კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.

 

მსახიობი, გასული წლის 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

 

წყარო: trialeti.ge

 

 

 

big_banner
არქივი