logo_geo
ბიძინა მახარაძე: ნათესავი დამემდურა, ოპერაცია თუ გჭირდება, აგერ არ ვარო?!
- +

26 ოქტომბერი. 2019. 21:02

 

„მინდა, პატარა ოპერაცია გავიკეთო და ფული ხომ მჭირდება?! ამიტომაც ჩავატარე საქველმოქმედო საღამო, თორემ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- ამის შესახებ იუმორისტი ბიძინა მახარაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან დიდ თანხაზე არც არის საუბარი, მაგრამ ხომ უნდა მქონდეს ჯიბეში რაღაც?! მოგეხსენებათ, ქართველი მსახიობები კონცერტებით განებივრებულები არ ვართ და ამიტომაც გადავწყვიტე საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება. ნათესავი დამემდურა, ოპერაცია თუ გჭირდება, აგერ არ ვარო. ვუთხარი, დიდი თანხა არ არის საჭირო, კონცერტებს ჩავატარებ, საკუთარ თავს დავეხმარები, მერე რა მოხდა-მეთქი.

 

ჩვენი სფერო მთლიანად ჩამკვდარია. ვინმეს რომ სთხოვ, იქნებ კონცერტი ჩამატარებინოთო, იცით, რა ხდება? ისეთი შიში ეხატებათ სახეზე, გეგონება, ტერორიზმში ბრალდებული აღმოაჩინეს. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ კონცერტის ჩატარებას კი არა, ტერორისტული აქტის ჩატარებას ვთავაზობ. ფული არ გვაქვს, არაო, გპასუხობენ. კარგი, დაწყნარდით, არც თქვენი ფული მინდა და არც არაფერი-მეთქი, იქით ვაწყნარებ. მერე აღმოჩნდება, რომ ფული აქვთ, მაგრამ სხვებისთვის. ქართულ ფსიქიკას რას გამოვასწორებ, ამ მენტალიტეტის ხალხია“,- აღნიშნავს ბიძინა მახარაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი