logo_geo
ბუბა ხოტივარი: მიხეილ კობახიძე იყო უნიჭიერესი კაცი, რომელმაც მსოფლიო კინოხელოვნებაში შედევრები დატოვა
- +

26 ოქტომბერი. 2019. 23:10

 

„მისი პერსონაჟები არ ლაპარაკობენ, თუმცა, ყველაზე მეტყველები არიან“,-  აცხადებს რეჟისორი ბუბა ხოტივარი რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მიხელ კობახიძის გარდაცვალებაზე დათო ევგენიძემ თქვა: ზეცას ვულოცავ და დედამიწას თანავუგრძნობო -ალბათ, ზეციური საქართველო მართლაც ბედნიერია, მიშა კობახიძის სულმა იქ რომ დაივანა. ეს იყო უნიჭიერესი კაცი, რომელმაც მსოფლიო კინოხელოვნებაში შედევრი დატოვა. სულ რამდენიმე ფილმით იქცა კინოლეგენდად. მისი პერსონაჟები არ ლაპარაკობენ, თუმცა, ყველაზე მეტყველები არიან. სათქმელს ისეთივე გულწრფელობით გამოხატავენ, როგორც ბავშვები. ბავშვური გულწრფელობაა „ქორწილში“, ქალისა და მამაკაცის უსაზღვრო ფანტაზია - „ქოლგაში“, გზის ძიება - „მუსიკოსებში“...

 

მიშა, გარდა ამისა, რომ დიდი რეჟისორი გახლდათ, იყო დიდი არტისტიც და როცა ვკითხე, კინოში რატომ არ ითამაშე-მეთქი, მიპასუხა : „მუსიკოსებშიც“ მხოლოდ იმიტომ შევასრულე როლი, რომ კლასიკური პლასტიკით მოცეკვავე გია ავალიშვილის პარტნიორობას მხოლოდ მე შევძლებდი, თორემ ეკრანზე გამოჩენის სურვილი არასოდეს მქონიაო...

 

მახსოვს, კინოსტუდიაში ორმა დირექტორმა ერთმანეთი ლანძღა, სიტუაცია დაიძაბა, ერთი მათგანი - შედარებით მოხუცი, ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მიშა ადგა, მივიდა როიალთან, „რეგთაიმის“ დაკვრა და ცეკვა დაიწყო. ცხოვრებაში მსგავსი საოცრება არ მინახავს, ტანი ცეკვავდა და ხელი უკრავდა. ყველა გაგვამხიარულა და დაძაბულობა მოგვიხსნა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ცხოვრება გრძელდებოდა და ასეთ წინააღმდეგობებს არ უნდა გავეტეხეთ“, - აღნიშნავს ბუბა ხოტივარი.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი