logo_geo
მანიკა ასათიანი: მეცოდება ის ოჯახები, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება არ არის
- +

27 ოქტომბერი. 2019. 19:30

 

 

„თუ არ  კამათობ, პატარ-პატარა უთანხმოებები არ არის, ესე იგი ის ადამიანი რაღაცნაირად არ გაინტერესებს“,- ამის შესახებ მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ზოგადი განმარტების გაცემა ძალიან რთულია. ზოგჯერ წყვილი სიყვარულით ქორწინდება, მაგრამ მერე აღმოაჩენენ, რომ სულ სხვა ინტერესები აქვთ ცხოვრებაში, ერთმანეთს ვერ უგებენ. სადაც ურთიერთგაგება არ არის, ასეთი ოჯახის დანგრევა ტრაგედია არ მგონია.

 

მეც სიყვარულით გავთხოვდი, მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემი და ბექას ინტერესები მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ შორისაა, ეს არის ურთიერთგაგება და ნდობა. ამაზე აგებული ნებისმიერი ურთიერთობა მყარია.

 

მეცოდება ის ოჯახები, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება არ არის, სადაც სულ უთანხმოება და ყოველდღიური ჩხუბია. ყველას აქვს იმის შანსი, რომ ბედნიერება იპოვოს. ძალიან კარგია, ვისაც გაუმართლებს და მთელ ცხოვრებას ერთ ადამიანს დაუკავშირებს.

 

პატარ-პატარა მიზეზის გამო დანგრეული ოჯახები ძალიან მენანება. ყველა ოჯახშია უთანხმოება, კამათიც და ეს ძალიან ბუნებრივია. თუ არ კამათობ, პატარ-პატარა უთანხმოებები არ არის, ესე იგი, ის ადამიანი რაღაცნაირად არ გაინტერესებს. კამათში იბადება ჯანსაღი აზრი, მაგრამ ეს ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს და ამას შვილებმა არ უნდა უყურონ“, - აღნიშნავს მანიკა ასათიანი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი