logo_geo
რუსკა ქარქაშიძე: ვერ ვხვდები, სხვისი წარმატების რატომ უნდა გშურდეს?
- +

27 ოქტომბერი. 2019. 20:12

 

„ვცდილობ, ჩემი დრო ისევ საკუთარი თავის განვითარებას მოვახმარო“,- ამის შესახებ მსახიობი რუსკა ქარქაშიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბევრი ადამიანი ჩემ მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. ვერ ვხვდები, სხვისი წარმატების რატომ უნდა გშურდეს? შენც ხომ გაქვს შესაძლებლობა, განვითარდე. როცა სოციალურ ქსელში კომენტარებს ჩემი მშობლები კითხულობენ, უკვირთ, ზოგიერთ ცუდ კომენტარზე რეაქცია როგორ არ მაქვს. თავად ძალიან წუხდებიან, მე კი სულ ვცდილობ, ჩემი დრო ისევ საკუთარი  თავის განვითარებას მოვახმარო. მათ ვაწყნარებ. ვინმეს ცუდ კომენტარს ყოველთვის პოზიტიურად, ტკბილად ვპასუხობ, მერე ზოგჯერ შერცხვენიათ და ბოდიში მოუხდიათ, შენზე არასწორი წარმოდგენა მქონიაო“,- აღნიშნავს რუსკა ქარქაშიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი