logo_geo
ედმონდ მინაშვილი: რუსმა პროდიუსერმა და რეჟისორმა გვკითხეს, ჩვენი ქვეყანა ტერიტორიებს გართმევთო?
- +

30 ოქტომბერი. 2019. 10:58

 

„რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ მათი ქვეყანა ჩვენ ტერიტორიებს გვართმევს“,- ამის შესახებ ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს აგვისტოს ომი ევროპაში არავის ახსოვს. „შინდისის“ ყველა ჩვენების შემდეგ მოდიოდა გაკვირვებული უცხოელი მაყურებელი და გვეკითხებოდნენ, ეს ნამდვილად მოხდა? რუსეთი შემოიჭრა და ტერიტორიებს გართმევენო? სამწუხაროდ, ეს არაა ცნობილი თემა. მეტიც, რუსი პროდიუსერი და რეჟისორი გავიცანით და მათაც გვკითხეს, ჩვენი ქვეყანა ტერიტორიებს გართმევთო? მათი საინფორმაციო ველი ამ მიმართულებით აბსოლუტურად დახშულია. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ მათი ქვეყანა ჩვენ ტერიტორიებს გვართმევს. რუსეთის ტელევიზიების ეთერში ეს თემა საერთოდ არ შუქდება. „შინდისი“ სრულდება ტიტრით „ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერაა მიტაცებული და დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია“, რამაც დიდი გაკვირვება გამოიწვია“,- აღნიშნავს ედმონდ მინაშვილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი