logo_geo
ნინელი ჭანკვეტაძე: უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ!
- +

30 ოქტომბერი. 2019. 13:11

 

„მართლმადიდებლურ მრევლად თუ თვლი ადამიანი თავს, წესია, რომ არ ილაპარაკო იმ საკითხებზე ბევრი, რაც შენ არ გეკითხება!“ - ამის შესახებ მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„მართლმადიდებლურ მრევლად თუ თვლი ადამიანი თავს, წესია, რომ არ ილაპარაკო იმ საკითხებზე ბევრი, რაც შენ არ გეკითხება! უნდა დაელოდო, რას გადაწყვეტს სინოდი, რას იტყვის პატრიარქი და დაემორჩილო... ასე უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ! იმაზე უფრო დიდი პატრიარქები ნუ გავხდებით, ვიდრე ჩვენი უწმინდესია! თუ გვიყვარს და გვინდა, რამით ხელი შევუწყოთ, ზედმეტი აქტიურობა ჩვეულებრივი საზოგადოების წევრებისგან არ მიმაჩნია სწორად! თუ ეკლესიური ხარ, არსებობს ეკლესიაში წესები და იმის მიხედვით უნდა იცხოვრო და თუ არ ხარ ეკლესიური, მითუმეტეს, ვინ გეკითხება ადამიანს ამ საკითხებში ჩარევას?!“ - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი