logo_geo
ედმონდ მინაშვილი: გადავწყვიტეთ, თუ ეს ფილმი შემოსავალს მოიტანს, შინდისში ამ ბიჭების სახელზე აშენებული ტაძრის სრულად მოსახატად გამოვიყენოთ
- +

30 ოქტომბერი. 2019. 14:16

 

„საზოგადოებამ ისიც არ იცის, რომ ამ ფილმს ძალიან დიდი ვალი აქვს - 400 000 ლარი და საქართველოს რეალობაში მისი ამოღების ერთპროცენტიანი შანსი არ არსებობს“-ამის შესახებ ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ფილმის პრემიერა უკვე შედგა. დიდი აუდიტორია შეიკრიბა, ყველას აინტერესებდა, რა გამოგვივიდა, მაგრამ მე არ მახსოვს ეს დღე. როგორც მითხრეს, ძალიან ბევრი ვილაპარაკე და კარგად გამომივიდა, მაგრამ მე მართლა არაფერი მახსოვს. ეს არის 11-წლიანი შრომის შედეგი და მიზანი სწორედ ეს დღე იყო, მაგრამ ემოციურად იმდენად დანგრეული ვიყავი, მე ეს დღე გამომეპარა. თავიდან რომ იყოს ეს გზა გასავლელი, ალბათ ვეღარ შევძლებდი და უარს ვიტყოდი. ძალიან დიდი ტკივილი და ბევრი პრობლემა გამოიარა თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ყველაფერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა და ამის შემდეგ თითი-ოროლა ისეთ კომენტარს ნახავ, რომ გულზე მოგხვდება, რადგან ზუსტად იცი, რომ არ იმსახურებ. თუნდაც ერთი კომენტარი და ერთი უმადური ადამიანი იყოს, მაინც გაიფიქრებ - ამ ქვეყანაში ღირს კი მსგავსი პროექტების გაკეთება?

 

ახლა ამ ფილმით ფულს იშოვიან, გამდიდრდებიანო. ისიც არ იციან, რომ ფილმს ძალიან დიდი ვალი აქვს - 400 000 ლარი და საქართველოს რეალობაში მისი ამოღების ერთპროცენტიანი შანსი არ არსებობს. ამ კომენტარს ვინც წერს, უფიქრია, საიდან უნდა გავისტუმროთ ეს ვალი? მე, პირადად, ჩემს მეგობრებსა და პარტნიორებს საკუთარი ფული გვაქვს ჩადებული, ფილმისთვის სესხები გვაქვს გამოტანილი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ ეს ფილმი შემოსავალს მოიტანს, შინდისში ამ ბიჭების სახელზე აშენებული ტაძრის სრულად მოსახატად გამოვიყენოთ. მსგავს განცხადებებს რომ კითხულობ, ფიქრობ - რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები? ეს ფილმი მე პირად ტრაგედიად მიმაჩნია. მე ის ბავშვობის ძმაკაცს მივუძღვნი. თავს არ ვიქებ, მაგრამ 11 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე მის განსახორციელებლად“, - აღნიშნავს ედმონდ მინაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი