logo_geo
მარინა ჯანაშია: ჩემთვის ყველაზე უპატიებელი რამ უხამსობაა...
- +

30 ოქტომბერი. 2019. 14:17

 

„მეგობრისთვის ბევრი რამ მიპატიებია ისე, რომ მან არც კი იცის“,-  ამის შესახებ მსახიობი მარინა ჯანაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან ვცდილობ ყველაფრის პატიებას, მაგრამ არ გამომდის. ჩემთვის ყველაზე უპატიებელი რამ უხამსობაა. როცა ვინმე ისეთ რაღაცას მეტყვის, რაც გულ ჩამწყვეტს. იმ მომენტში ვერ ვპასუხობ და მერე ვიწყებ საკუთარ თავთან საუბარს: რატომ ეს არ ვუთხარი, რატომ ასე არ მოვიქეცი... რადგან მერე საკუთარ თავთან მას ველაპარაკები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ვაპატიე, რომ მეპატიებინა, აღარ გავიხსენებდი კონკრეტულ ამბავს. ეს ჩემი სისუსტეა. მეგობრისთვის ბევრი რამ მიპატიებია ისე, რომ მან არც კი იცის, ასევე არც ის იცის, რომ ჩემთვის რაღაც დაუშავებია. რაღაც დრო მჭირდება ხოლმე. ამ დროის განმავლობაში მისი ცხოვრებიდან ვიკარგები, ვქრები. ყველაფერს რომ გადავლახავ, მერე ისევ ვუბრუნდები, ანუ ვპატიობ“, - აღნიშნავს მარინა ჯანაშია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი