logo_geo
ინგა გრიგოლია: გულწრფელად გეტყვით, მე არასდროს მიოცნებია დირექტორობაზე...
- +

30 ოქტომბერი. 2019. 14:22

 

„იმდენად ამბიციურიც  არ ვარ, ამდენი „ვარსკვლავის“ დირექტორად უცებ გამომეცხადებინა თავი“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როდესაც ვატოს ვკითხე, რატომ მე? მან მითხრა მთავარი არგუმენტი, რომ მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც ამ ტელევიზიის განვითარებასა და გაზრდაში წვლილი ჰქონდა შეტანილი. სტრატეგიულად მან გადაწყვიტა, რომ გარედან კი არ მოეყვანა მენეჯერი, ის შეერჩია არსებული სტაფიდან. არ ვიცი, კონკრეტულად რა დაინახა, რის გამოც მენდო, მაგრამ მე მას პირობა მივეცი, ვნახოთ, რა გამომივა. გამომივა - ძალიან კარგი, არ გამომივა და გადავდგები. გულწრფელად გეტყვით, მე არასდროს მიოცნებია დირექტორობაზე, ამბიციური კი ვარ, მაგრამ ზარმაციც ვარ. იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ვშრომობ. ყოველთვის მეზარებოდა დამატებითი მუშაობა. იმედია, „ტვ პირველის“ სიყვარულმა ეს სიზარმაცე დამაძლევინა. ჩემთვის გაცილებით კომფორტულია, როდესაც მიმყავს გადაცემა და მერე, სახლში დივანზე წამოკოტრიალებული, სხვების გადაცემებს ვუყურებ. ახლა ამისი საშუალება, ალბათ, არ მექნება. პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთია, მაგრამ როგორც ამერიკელები ამბობენ, ყველა ახალი პრობლემა, ახალი გამოწვევაა. რატომაც არა! აქ ყველა მეგობრები ვართ, შესაბამისად, ძველი კლასიკური გაგებით დირექტორობა და უფროსობა ჩვენთან არ არის. ტელევიზიას მართავს ბორდი, რომელშიც შედიან ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია, დიანა ტრაპაიძე, თამუნა ჩიხლაძე. პირველ რიგში, მე ამ ადამიანების აზრი ვიკითხე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, და მხოლოდ მათი მხარდაჭერის  შემდეგ დავთანხმდი ვატოს შეთავაზებაზე. იმდენად ამბიციურიც არ ვარ, ამდენი „ვარსკვლავის“ დირექტორად უცებ გამომეცხადებინა თავი“, - აღნიშნავს ინგა გრიგოლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი