logo_geo
ინგა გრიგოლია: რამდენიმე თვეში ბებია გავხდები...
- +

31 ოქტომბერი. 2019. 12:45

 

„ასე გამოვიდა, რომ ბევრი კარგი სიახლეა - ვხდებია ბებია, სამსახურშიც ახალი ეტაპი მაქვს“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რამდენიმე თვეში ბებია გავხდები, ამ ამბით ძალიან ბედნიერი ვარ. არ  ვიცი, როგორ მოვიცლი ბებიობისთვის, ალბათ, ვერ ვიქნები კლასიკური გაგებით ბებია. ასე გამოვიდა, რომ ბევრი კარგი სიახლეა - ვხდები ბებია, სამსახურშიც ახალი ეტაპი მაქვს. ეს წელი ძალიან უცნაური აღმოჩნდა. დაიწყო ჯაკოს გარდაცვალებით - ძალიან დიდი ტკივილით, რომელიც არასდროს გაივლის და ნახევარი წლის შემდეგ გაგრძელდა ასეთი სიახლეებით - მარიამის ორსულობა, ჩემი ახალი პოზიცია. ეს ცხოვრება ხომ მუდმივი მონაცვლეობაა, წარმატება, წარუმატებლობა, ისევ წარმატება და სიხარული, ასეთია ცხოვრების წესი“,- აღნიშნავს ინგა გრიგოლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი