logo_geo
გია ჯაჯანიძე: კარგი ადამიანების დახმარებით გზა გამეხსნა „ჰოლივუდისკენ“...
- +

31 ოქტომბერი. 2019. 12:47

 

 

„რამდენიმე თვეში მივდივარ ისეთი ადამიანების ჩასაწერად, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი“, -ამის შესახებ ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი  გია ჯაჯანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ალეკ ბოლდუინს ყაბალახი წავუღე საქართველოდან, გაუკვირდა, ვერ გაიგო, რა იყო, „ინსტრუქციაც“ მივეცი, ქალის მოტაცებას თუ გადაწყვეტთ, ასე გამოიყენეთ-მეთქი, ახლა ის ქალის მომტაცებელი აღარაა, 6 შვილი ჰყავს და როგორც გავარკვიე, იდეალური მამაა. ბოლდუინი ძალიან სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა. მიხარია, რომ სხვადასხვა არხებით და კარგი ადამიანების დახმარებით გამეხსნა გზა „ჰოლივუდისკენ“ და რამდენიმე თვეში მივდივარ ისეთი ადამიანების ჩასაწერად, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი. ასე დროებით გადადებულ პროექტებს შორის არის NASA. წელს ვერ მოვახერხე იქ მისვლა, თუმცა შემდეგ ჩასვლაზე NASA-ში აუცილებლად მივალ. წელს, შეიძლება ითქვას, ჩუმად „გამოვიპარე“,- აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი