logo_geo
ედმონდ მინაშვილი: მინდოდა, ფილმი „შინდისი“ მუსიკალურად გია ყანჩელს გაეფორმებინა…
- +

31 ოქტომბერი. 2019. 20:29

 

„მითხრა, ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგეკეთებინა და მადლობა ამისთვისო “, - ამის შესახებ ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

 

„მაშინ „შინდისის“ დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილის პირველი ვერია ახალი დამონტაჟებული მქონდა და ძალიან მინდოდა, მუსიკალურად ბატონ გიას გაეფორმებინა. ამის შესახებ რომ მოვუყევი და მოკრძალებულად ვთხოვე, რაც მინდოდა, მითხრა, მასალა მომიტანე და მასში თუ ჩემი თავი დავინახე, ამ საქმეს სრულიად უანგაროდ გავაკეთებ. თუ ვერ დავინახე, მილიონიც რომ გადამიხადო, წინასწარ გეტყვი, რომ მასზე ვერ ვიმუშავებო. მეორე დღესვე მოვუტანე დისკი. გვიან  ღამით დამირეკა და მითხრა, ხვალ დილით მოდი ჩემთან და დავიწყოთ მუშაობაო. ზუსტად ორ კვირაში გააკეთა დოკუმენტური ფილმისთვის. მითხრა, ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგეკეთებინა და მადლობა ამისთვისო - ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა“,- აღნიშნავს ედმონდ მინაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი