logo_geo
ფატმა ჯერენ იაზგანი: არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი კავშირში იყო რომელიმე ტერაქტთან...
- +

31 ოქტომბერი. 2019. 21:17

 

 

„სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე მიიღებს და გადასცემს თურქეთს, რეაგირების გარეშე არ დარჩება“,- ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი კავშირში იყო რომელიმე ტერაქტთან, მაგრამ შეიძლება მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. კლუბში ტერაქტის ჩამდენი პირი დავადგინეთ - ის ჯერ ავღანეთიდან ჩამოვიდა ირანში და იქიდან არალეგალურად მოხვდა თურქეთში. ამ ადამიანზე ინფორმაცია იყო დსთ-ის რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზაში. ჩვენ ის აქ მხოლოდ ტერაქტის შემდეგ აღმოვაჩინეთ, მანამდე მასზე არაფერი ვიცოდით.

 

მინდა გითხრათ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თურქეთს მეზობელი მეგობარი ქვეყნებისთვის არასოდეს დაუმალავს ინფორმაცია ამა თუ იმ პირების შესახებ და არასდროს უმოქმედია მათი ინტერესების საზიანოდ, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე მიიღებს და გადასცემს თურქეთს, რეაგირების გარეშე არ დარჩება, ამაში მინდა დარწმუნებული იყოთ!“ - აღნიშნავს ფატმა ჯერენ იაზგანი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი