logo_geo
ინგა გრიგოლია: არასდროს ვიფიქრებდი, რომ…
- +

31 ოქტომბერი. 2019. 22:13

 

 

„ვატომ თავისი არგუმენტები მითხრა და ძალიან მალე დავთანხმდი“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამის შესახებ ერთი დღით ადრე გავიგე. ვატო წერეთელმა  ღამით მომწერა ესემესი: შენთან მაქვს საქმე, რაღაც უნდა გითხრა და უარი არ მიიღებაო. არასდროს ვიფიქრებდი, რომ არხის გენერალური დირექტორის პოზიციას შემომთავაზებდა. დიდი ხანი არ მიფიქრია - ვატომ თავისი არგუმენტები მითხრა და ძალიან მალე დავთანხმდი. რეალურად, ეს ტელევიზია ჩვენი გაკეთებულია, იმ ადამიანების, ვინც აქ ვმუშაობთ.

 

„ტვ პირველის“ პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ახლა გვაქვს ახალი ეტაპი და სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან საპასუხისმგებლო წელია - წინ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები, შესაბამისად, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ მეც და მთელი არხიც. ეს გაცნობიერებული მაქვს, შესაბამისად, ვატოს მალე დავთანხმდი, მე ეს ტელევიზია მიყვარს, როგორც შვილი, რომელიც ჩვენ „გავაჩინეთ“ და გავზარდეთ. ახლა გენერალური დირექტორის პოზიციაზე, ბებიის როლში გადავდივარ“, - აღნიშნავს ინგა გრიგოლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი