logo_geo
მარინა ჯანაშია: აღარ მინდა ამდენი ჯიბრის ყურება, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ
- +

31 ოქტომბერი. 2019. 22:51

 

„პატარა ერი ვართ და ასე მარტივად არ უნდა ვთმობდეთ თანამემამულეებს“,-  ამის შესახებ მსახიობი მარინა ჯანაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემმა შვილიშვილმა მთხოვა, რომ ლოცვა მესწავლებინა. მივეცი ლოცვანი დამწყებთათვის, სადაც წერია ილია მეორის სიტყვები: ჯერ სამშობლოზე ილოცეთ, შემდეგ საკუთარ თავზე და ბოლოს თქვენს მშობლებზე და ახლობლებზეო. ახლა სამშობლოს შეგრძნება ჩემთვის ძალიან გამძაფრებულია. შინაგანად გადავსხვაფერდით, ადვილად ვწირავთ ერთმანეთს, არადა, პატარა ერი ვართ და ასე მარტივად არ უნდა ვთმობდეთ  თანამემამულეებს. ადგილების გამო დავჭამეთ ერთმანეთი. აღარ მინდა ამდენი ჯიბრის ყურება, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ. აი, ამ მდგომარეობის ძალიან მეშინია“,- აღნიშნავს მარინა ჯანაშია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი