logo_geo
ედმონდ მინაშვილი: ძალიან სამწუხაროა…
- +

2 ნოემბერი. 2019. 23:43

 

 

„ჩვენ შესწავლილი და ჩაწერილი გვყავს, ფაქტობრივად, ყველა რგოლი, ვისაც ამ ისტორიასთან შეხება ჰქონდა“, - ამის შესახებ ფილმ „შინდისის“ პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან სამწუხაროა, როცა ამბობენ, გმირებს არ აფასებენო. ეს პროექტი სწორედ გმირებისთვის შეიქმნა და დაფუძნებულია სოფელ შინდისის პირველი პირების მონათხრობზე, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ამბავს და გადაარჩინა ხუთი მძიმედ დაჭრილი მომაკვდავი ჯარისკაცი, ასევე, იმ გადარჩენილი ხუთი ბიჭის მონათხრობზე, რომელიც სამშვიდობოს სოფლის მოსახლეობამ გამოიყვანა. სამწუხაროდ, მათგან ერთი გასულ წელს გარდაიცვალა. ოთხიდან სამი ესწრებოდა ფილმის პრემიერას და სამივე სცენაზე ავიყვანე. ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა. ეს ხუთი ადამიანი ყვება ამ ისტორიას ჩემს დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც საზოგადოება ტელევიზიით ათი წელია, უყურებს. ჩვენ შესწავლილი და ჩაწერილი გვყავს, ფაქტობრივად, ყველა რგოლი, ვისაც ამ ისტორიასთან შეხება ჰქონდა, იქ თუ ვინმე კიდევ იყო, მე ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვისაც სამხედრო ფორმა აცვია და საქართველოს მტრის წინააღმდეგ ტყვია გაუსვრია...

 

მაგრამ თუ შენზე ინფორმაცია არ მაქვს და ჩნდები 11 წლის შემდეგ, როცა ყველა პროექტი დასრულებულია, ფილმი ასე თუ ისე პოპულალური გახდა და მერე მიკავშირდები და მეუბნები, იქ მეც ვიყავიო, მე არ უნდა დამადანაშაულო იმაში, რომ მე შენზე ინფორმაცია არ მქონდა. მის შესახებ არაფერი უთქვამს არც სოფლის მოსახლეობას, არც გადარჩენილ ხუთ ადამიანს და ცოტა უხერხულია თქვენი კოლეგებისგან, როცა წერენ ამ ადამიანზე, რომ ისაა ერთადერთი გადარჩენილი. ეს შეურაცხმყოფელია იმ ხუთი ბიჭისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე კინაღამ ბრძოლის ველზე დატოვა და ცოცხალმკვდრები გამოიყვანეს. მას რომ ერთადერთს ეძახი, დანარჩენ ხუთს რას ეუბნები, რომელთაგან ერთი შარშან, თვრამეტი ოპერაციის შემდეგ, ინვალიდობით გარდაიცვალა?“- აღნიშნავს ედმონდ მინაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი