logo_geo
ვალერი ხაბურძანია: უშიშროება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირებს აგენტებად იყენებდა!
- +

1 მარტი. 2017. 11:17



„ეკლესიაში „ოდეერის" ყოლა როგორ შეიძლება?! ძველი ინერციით, ვიღაც-ვიღაცებს ეკლესიიდან რაღაც ინფორმაციები მოჰქონდათ, მაგრამ ამაზე ჩემი რეაგირება ნული იყო, რადგან ვთვლიდი, რომ ეკლესიაში არ უნდა ჩავრეულიყავით", - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ „ვერსიას" განუცხადა.


ხაბურძანიას თქმით, კომუნისტების დროს, უშიშროებაში არსებობდა „მეხუთე განყოფილება", რომელიც ეკლესიას უთვალთვალებდა. მისივე განცხადებით, უშიშროების აგენტები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირები იყვნენ.


„არსებობდა სპეცგანყოფილება, რომელსაც ეკლესიის თვალთვალი ევალებოდა. ეს „მეხუთე განყოფილების" ელიტა იყო, რომელიც უშიშროების სამინისტროს ჩემამდე კარგა ხანს მართავდა.

 

უშიშროების აგენტები, ძირითადად, არატრადიციული სექსულური ორიენტაციის სასულიერო პირები იყვნენ! როცა უშიშროების მინისტრად მივედი, აგენტურის სიაში საერთოდ არ ჩამიხედავს, რადგან ვთვლიდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ, რაღაც დამჭირდა და ამ სიას ცალი თვალით გადავხედე. ვერ გეტყვით, რომ ეს სია რაღაც ღირებული იყო... სია გაცხრილული გახლდათ და სერიოზული არავინ ეწერა..." - ამბობს ხაბურძანია.


მისი თქმით, როცა აგენტი არასაჭირო ხდება, მას რიცხავენ. როგორც ხაბურძანია აღნიშნავს, სააკაშვილის ხალხი როდესაც უშიშროებაში მივიდა, აგენტების სიაზე ხუმრობდა, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც ოპერატიული მუშაკისთვის აგენტურის სია წმიდათაწმიდაა.


„გაცხრილვა ჩემამდე მათ მიერ ნელ-ნელა მოხდა, ვისაც ამ ხალხთან ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, როცა აგენტი არასაჭირო ხდება, რიცხავენ ხოლმე, ან როცა აგენტი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, მისი დოკუმენტაცია ნადგურდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აგენტურის საქმეები თავის დროზე რუსეთში, კერძოდ, სმოლენსკში იქნა გატანილი. ამდენად, რეალური მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის პიროვნება აგენტი იყო და ამ კუთხით აქტიურად საქმიანობდა, აღარ არსებობს.

 

სხვათა შორის, სააკაშვილის ხალხი უშიშროებაში რომ მოვიდა, აგენტების სიას ატრიალებდა, ამაზე ხორხოცებდა და ბავშვობდა. ასეთ რაღაცას კი მე არასოდეს ვიკადრებდი, რადგან მათგან განსხვავებით, უშიშროებაში ქუჩიდან არ მივსულვარ. ოპერატიული მუშაკისთვის აგენტურის სია წმიდათაწმიდაა - თუ აგენტს გაამჟღავნებ, შენთან ნდობაში აღარავინ შემოვა. ნაციონალებმა სწორედ ეს სისტემა მოშალეს და აგენტებად ისინი აქციეს, ვინც ძირითადად, კომპრომატებით ჰყავდათ „დაბმული", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.


კითხვაზე, ხსნიდნენ თუ არა ნაციონალები სხვადასხვა დანაშაულს სასულიერო პირების დახმარებით, ხაბურძანიამ განაცხადა, რომ მათგან გასაკვირი არაფერია.


„ეგენი ისეთი ბინძურები არიან, რომ გამორიცხული არაფერია! ის ხალხი, რომელიც ეკლესიის, თუნდაც არაკანონიკურის დასარბევად მივა, რა თქმა უნდა, ყველანაირ ხერხსა და მეთოდს გამოიყენებდა!" - აღნიშნავს ხაბურძანია.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი