logo_geo
ვალერი ხაბურძანია: ხალხო, ყველაფრის რუსეთთან დაკავშირება ავადმყოფობაა!
- +

1 მარტი. 2017. 14:36



უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ „ვერსიასთან" „ციანიდის საქმეზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ დაპირისპირირებას ეკლესიაში პოლიტიკურ მომენტები ერთვის. მისი თქმით, ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ ნაციონალები და პარლამენტში არსებული სხვა ძალებიც.


ეკლესიაში შიდადაპირისპირება პირველი ქრისტიანების მერე არსებობს... ყველაფერს პოლიტიკური მომენტებიც ერთვება - არიან ძალები, რომლებსაც თავიანთი სასურველი ადამიანები ჰყავთ და ილია მეორის შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან. პოლიტიკურ ძალაში იმას ვგულისხმობ, ვისაც დღეს რეალური გავლენა აქვს, თორემ, პოლიტიკური გაერთიანება, მაგალითად, გზა ღვთისა" გავლენას ვერაფერზე მოახდენს" - ამბობს ხაბურძანია.


ვალერიან ხაბურძანიამ შორენა თეთრუაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ეკლესიაში ავტორიტეტით სარგებლობს. მისივე თქმით, „ციანიდის საქმეში" რუსეთს კავშირი არ აქვს.


ქალბატონ შორენას ვიცნობ... იმ ინსტიტუტში, რასაც ეკლესია ჰქვია, მას მნიშვნელოვანი ავტორიტეტი აქვს...  გავლენა, ასე ვთქვათ, ორმხრივია, თუმცა ამაში უბედურებას ვერ ვხედავ... მხოლოდ ეკლესიაში კი არა, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასა თუ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთაც უფლებრივი და მოვალეობრივი თვალსაზრისით შეიძლება, რამე ისეთი თანამდებობა არ უჭირავთ, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ... ასეთი რამ ყველა ეპოქასა და ინსტიტუტში ყოფილა და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ადამიანის კი არა, არამედ, მთელი ინსტიტუტის დამსახურება, ბედნიერება ან უბედურებაა, იმის მიხედვით, ეს ავტორიტეტი რა როლს თამაშობს და ბოლოს, რა შედეგს აყენებს...

 

„ციანდის საქმე" მთლიანად რუსეთს დაუკავშირეს და ლამის იქამდეც მივიდნენ, მენდელეევმა ტაბულა რომ შექმნა. ხალხო, ყველაფრის რუსეთთან დაკავშირება ავადმყოფობაა! ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან რუსეთს კავშირი ნამდვილად არ აქვს, თუმცა, მომხდარი რუსეთმა ან რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს სხვა პროცესი იქნება", - განაცხადა ხაბურძანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი