logo_geo
არჩილ გამზარდია: ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის ან პიროვნების მიმართ ინტერესის უკან დგას გარეშე ძალები
- +

1 მარტი. 2017. 16:54




34 წლის მანძილზე არც ერთხელ არ არის აღიარებული და დაფიქსირებული, რომ პატრიარქზე მზადდებოდა თავდასხმა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


როგორც გამზარდია აღნიშნავს, შესაძლოა, პატრიარქის გარშემო მიმდინარე პროცესებში გარე ძალები იყვნენ ჩართულნი, რათა ქვეყანაზე თავიანთი გავლენა გაავრცელონ.


ვისაც, ვთქვათ, ილია მეორის ლიკვიდაცია უნდოდა, ვთქვათ, 20 ან 25 წლის წინათ, ის არც სააკაშვილამდე და არც კვირიკაშვილამდე დადიოდა. როგორც წესი, ამის უკან ბევრად უფრო რთული პროცესი დგას და როგორც წესი, ეს არ არის ხოლმე ჩაკეტილი, შიდა პროცესი.

 

ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის ან პიროვნების მიმართ ინტერესის უკან დგას ხოლმე გარეშე ძალები. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში გარკვეული რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა რაიმე პროცესით არის დაინტერესებული, ქვეყნის შიგნით მუშაობს. ამ მხრივ ყველაზე ნათლად ასწლეულების განმავლობაში ვხედავდით და ვხედავთ რუსეთის ინტერესებს. იმპერიული რუსეთის დროს ის ცდილობდა ეკლესიაში ჩარევას, გააუქმა საქართველოს ავტოკეფალია, კომუნისტური სახელმწიფოს დროს საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ საეკლესიო მთარგმნელობითი მუშაობაც კი რუსულიდან მიდიოდა.

 

ასე რომ, თუკი ეკლესიაში არსებობს ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში  პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს, მათ უკან სხვა სახელმწიფოს ინტერესები უნდა ვეძებოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად რუსეთის ინტერესები ჩანს. ეკლესიის გარეთაც კი არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ეკლესიის სახელით გამოდიან და ამავე დროს მთლიანად რუსულ ნარატივზე სხედან. რატომ არ ცდილობს საპატრიარქო ამ ძალებისგან გამიჯვნას? იმ უხერხულობის მიუხედავად, რასაც ეს ძალები ეკლესიას უქმნიან, ეკლესია მათ ვერ ემიჯნება, იმიტომ რომ მათ მძლავრი მხარდაჭერა აქვთ, მათ შორის, სინოდშიც.

 

ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს გარე და შიდა ინტერესების გადაკვეთასთან. რუსეთს სჭირდება რუსული გავლენა სახელმწიფოზე, ხოლო ზოგიერთ მღვდელმთავარს უნდა ძალაუფლება, სტატუსი ან უკეთესი ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, ამის მტკიცებულებები არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ზოგადი მსჯელობა შეგვიძლია", - ამბობს გამზარდია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი