logo_geo
ბუბა ხოტივარი: დავემორჩილოთ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სულიერი ლიდერი...
- +

7 ნოემბერი. 2019. 12:31

 

„უწმინდესი და უნეტარესი მხოლოდ ტიტული კი არ არის, ეს არის შინაგანი ბუნება ილია მეორისა“, - ამის შესახებ კინოცენტრის პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„უწმინდესი და უნეტარესი მხოლოდ ტიტული კი არ არის, ეს არის შინაგანი ბუნება ილია მეორისა. ის მართლაც უწმინდესია და უნეტარესი და კეთილი ვინებოთ, დავემორჩილოთ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სულიერი ლიდერი. ჩვენ არა ვართ არც ფანატიკოსები, არც მოსყიდულები. მოსყიდულები ისინი არიან, ვინც მას ებრძვის.

 

არსებობს წითელი ხაზები, რომელთაც არ უნდა გადააბიჯო, ამ ხალხისთვის კი, რომელთაც დავალებული აქვთ ეკლესიის შიგნიდან აფეთქება, წითელი ხაზები არ არსებობს. ისინი ყველაფერს იკადრებენ.

 

ბევრ ადამიანთან მაქვს საქმე და ყველა აღშფოთებულია - ქართველიც, არაქართველიც, მორწმუნეც, ურწმუნოც, იმიტომ, რომ ყველამ იცის - არის რაღაც, რასაც არ უნდა შეეხო. ვიტყვი უხეშად: ღორმა სუფრაზე დინგი არ უნდა ჩაყოს.

 

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის ღორების ორგანიზებული, რომელთაც არ ესმით, რა არის ეკლესია“, - აღნიშნავს ბუბა ხოტივარი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი