logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ნოემბრის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგნოზი
- +

8 ნოემბერი. 2019. 15:16

 

 

მზე ნოემბრის უმეტეს პერიოდში 22 რიცხვამდე, იმოძრავებს ღრიანკალის ზოდიაქოში. დედამიწის ბიოსფერო კი, პრაქტიკულად, მთელი თვის განმავლობაში ჰარმონიული კოსმოსური ენერგიების ზონაში იქნება, რაც ხელს შეუწყობს მშვიდ განვითარებასა და ნაყოფიერ საქმიანობას.

 

მიუხედავად ამისა, 4 ნოემბრამდე არანაირი ისეთი საქმის შესრულება, რომელიც  უკავშირდება რისკსა და ხიფათს. მათ შრის მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება, კონტრაქტის ხელშეკრულების დადება, მოგზაურობა და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ 5-17 ნოემბრის შუალედში, მაქსიმალურად მაღალი იქნება ჰარმონიული კოსმოპლანეტური ენერგიის ზეგავლენა, ამიტომ ეს საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული დრო იქნება ინვესტიციებისთვის, სხვადასხვა სახის შეხვედრებისთვის და ახალი ხელშეკრულების დასადებად, საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და დიპლომატიური მიდგომით რთულ საკითხებში გარკვევისთვის. მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი ბევრს დაეხმარება მინიმალური ძალისხმევით დასახული მიზნების მიღწევაში. არაერთი პრობლემა ადვილად მოგვარდება და დასრულდება; შეხვედრები და ახალი ნაცნობობა კი მომავალში ნაყოფიერ გაგრძელებას პოვებს. გარდა ამისა, ღრიანკალის ზოდიაქოს ენერგია გააცოცხლებს ახალი შეგრძნებების, თავგადასავლების ინტერესს, ამიტომ გამორიცხული არ იქნება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული  ნივთიერებების ჩვეულებრივზე მეტი მოხმარება და, შესაბამისად, კანონდარღვევების ,კონფლიქტების და დანაშაულის ზრდა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დადებითად განვითარების მოტივაცია, კონკრეტული მიზნები, ძლიერი სულიერი საყრდენი არ გააჩნიათ, არამარტო ვერ გამოიყენებენ ამ პერიოდის სასიკეთო ზემოქმედებას, არამედ ფუჭად გაფლანგავენ დროსა და ენერგიას, მაგრამ იმათ, ვისაც ახალი იდეები, სამომავლო  ცვლილებების სურვილი გააჩნიათ, ნოემბრის ეს პერიოდი არაერთ სასიკეთო შესაძლებლობას შესთავაზებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება არამარტო არსებული უნარების უკეთ წარმოჩენა, არამედ ფარული შესაძლებლობებისა და ნიჭის დემონსტრირებაც.

 

ეს პერიოდი, აგრეთვე კარგია შინაგანი შიშებისა და ფარული მანკიერების დასაძლევად, ცხოვრების გასაუმჯობესებლად, პროფესიული ცოდნისა და უნარის გასაღრმავებლად, ბიზნესის გასაფართოებლად, მატერიალური  და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

გარდა ამისა, მეტ მნიშვნელობას  შეიძენს ქველმოქმედება, მავნე ჩვევებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრების გახსნა. ყოველივე ამას დიდი სოციალურ-მორალური მნიშვნელობა ექნება და ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვება საზოგადოების მხრიდანაცა.

 

17 ნოემბრიდან კი დედამიწა ნაკლებად სასიკეთო ვიბრაციებს ზონაში გადაინაცვლებს, რაც მოულოდნელ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს წარმოქმნის. განსაკუთრებით რთული და არასასიამოვნო, შესაძლოა, ის დღეები აღმოჩნდეს, როცა მზე ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშნიდან გადაინაცვლებს მშვილდოსანში, ანუ უფრო ზუსტად, 20-25 ნოემბრის შუალედი.

 

მზის გადანაცვლება 22 ნოემბერს მშვილდოსნის ზოდიაქოში გააძლიერებს აქტიურობას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას, მებრძოლ სულისკვეთებას, მოგზაურობისკენ მიდრეკილებას და, ასევე ეგოიზმს, სარკაზმს, სულსწრაფობას, უყაირათობას, დიქტატორულ ტენდენციებსაც. 20-25 ნოემბრის შუალედი საკმაოდ არასტაბილური პერიოდი შესაძლოა, იყოს, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი იქნება კარგად დაფიქრება და ყველაფრის აწონ-დაწონვა, ეს ეხება როგორც საერთაშორისო კავშირურთიერთობებს, ისე კონკრეტულ ადამიანთა შორის შეთანხმებებს. ამგვარად, შესაძლოა, ერთი შეხედვით უკვე დადებული ხელშეკრულებები და მიღწეული შეთანხმებები მოულოდნელად დაირღვეს და გაწყდეს. არასტაბილურობა იქნება სავალუტო ბირჟებზეც, სადაც კუსი მერყევი გახდება.

 

უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მშვილდოსნის დინამიკურმა ცეცხლოვანმა ენერგიებმა, შესაძლოა, ადამიანებში  მღელვარება, შფოთვა, მოუსვენრობა გამოიწვიოს.

 

გაიზრდება ყველაფრის ერთბაშად მიღების, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების სურვილი. იდეებიც ბევრი წარმოჩნდება, მაგრამ ამგვარი შფოთი და აქეთურ-იქეთურ შედეგიანობას მინიმუმადე შეამცირებს. გარდა ამისა, ცის კაბადონზე პლანეტა მარსის ურანთან დაპირისპირება გააძლიერებს სამყაროში თვითგანადგურების, სისასტიკის, დაუნდობლობის, აგრესიის ენერგიებს.

 

28 ნოემბრიდან სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება. დედამიწის ბიოსფეროს ჰარმონიულობა განაპირობებს სავალუტო მაჩვენებლების დასტაბილურებას, აქციებისა და ფასეული ქაღალდის მაჩვენებლის ზრდას. ასევე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ სიმშვიდეს დაამკვიდრებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი