logo_geo
იმედა კახიანი: ეს იყო სიყვარულით სავსე წუთები, როცა ყველა ერთად ცხინვალში, მერაბთან მივდიოდით...
- +

8 ნოემბერი. 2019. 15:18

 

 

„როდესაც ფილმი საბოლოოდ დასრულდა, სცენარის ავტორმა მერაბ ელიოზიშვილმა თავის მშობლიურ მხარეში, ცხინვალში მიგვიპატიჟა“,- ასე იხსენებს  მსახიობი იმედა კახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ფილმ „თეთრ ქარავნის“ გადაღების პროცესს.

 

„როდესაც ფილმი საბოლოოდ დასრულდა, სცენარის ავტორმა მერაბ ელიოზიშვილმა თავის მშობლიურ მხარეში, ცხინვალში მიგვიპატიჟა - მთელი ჯგუფი ჩამოდით, ფილმი ჩამოიტანეთ და პირველად ცხინვალელებს ვაჩვენოთო. მერაბის მშობლები იქ ცხოვრობდნენ და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თავისი კუთხის მიმართ. მახსოვს, მატარებლით წავედით და სურათი, სადაც არაერთი ცნობილი, წარმატებული და არაჩვეულებრივი ადამიანი დგას ჩემს გვერდით, რკინიგზის სადგურზე გადავიღეთ. ეს იყო სიხარულით, სიყვარულით სავსე უძვირფასესი წუთები, ნეტა იმ დროს, როცა ყველანი ერთად ცხინვალში, მერაბთან მივდიოდით...“ - აღნიშნავს იმედა კახიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი