logo_geo
პირველად ექსკლუზიური კადრები - სად არის და რას საქმიანობს „მამლუქის“ მთავარი გმირი ხვიჩა – გზა ვარსკვლავბიჭუნადან ბრძენ გურუმდე!
- +

9 ნოემბერი. 2019. 19:35

 

ქართული მხატვრული ფილმის, ისტორიული დრამა მამლუქის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა – დავით დანელია, დაიბადა თბილისში 1948 წლის 21 იანვარს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრა.

 

 

მეოთხე კლასის მოსწავლემ ითამაშა პატარა ხვიჩას როლი ფილმში მამულუქი(დ. რონდელი, 1958). სხვადასხვა ასაკში ეკრანზე შექმნა 20-ზე მეტი სახე: მათ შორის: დათო ჯაფარიძე (განაჩენი, ლ. ხოტივარი, 1959), ტარიელ დადიანი (დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ს. დოლიძე, 1959), დათო (პაპა გიგია, ზ. გუდავაძე, 1960), პატარა დათიკო (გლახის ნაამბობი, ლ. ესაკია, 1961), თამაზი (თოჯინები იცინიან, ნ. სანიშვილი, 1963), მეომარი (ხევისბერი გოჩა, ნ. სანიშვილი, 1964), სტუმარი რაინდი (აბესალომ და ეთერი, ლ. ესაკია, 1966), ოტია (ტარიელ გულუა, ლ. ხოტივარი, 1968), მერაბი (ჯვარცმული კუნძული, პ. მანაგაძე, 1968), შავხალათიანი (წყალდიდობა, თ. გოშაძე, 1970), გურჯაანელის ძმა (დაისი, ნ. სანიშვილი, 1971) და სხვ.

 

 

ქართველი ისტორიკოსი და მსახიობი, ამავე დროს ხელბურთის მსაჯია. 1984 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. იმსაჯა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მსაჯობდა სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში, ჯამში მან იმსაჯა 155 საერთაშორისო შეხვედრაზე. ყველაზე დიდხანს იგი მსაჯობდა საბჭოთა კავშირის ლიგაში (1979–1992). ჯამში მან კარიერის მანძილზე იმსაჯა 514 შეხვედრაზე (სსრკ – 359, საერთაშორისო – 155).

 

 

ფილმი „მამლუქი“, სადაც დავითი პატარა ხვიჩას როლს ასრულებს, საქართველოს მე -18 საუკუნის ბოლოს აღწერს, როცა უცხოტომელები ბავშვებს იტაცებენ, რათა დროთა განმავლობაში ისინი ერთგულ და დაუნდობელ მეომრებად ექციათ. სცენარის მიხედვით, ორ ქართველ ბიჭს, რომლებიც ბავშვობის მეგობრები არიან, გაიტაცებენ და მონად გაყიდიან – ერთს ეგვიპტეში გადაიყვანენ, მეორეს კი ვენეციაში …

 

რუსულ პორტალ „handballfast“ -ის ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი და სპოტსმენი, ამჟამად 71 წლის არის და რუსეულ ხელბურთში, კვლავ აქტიურ და პატივცემულ პერსონაჟად რჩება. დავით დანელიას, ამავე დროს აქვს მთავარი მოსამართლის რეპუტაცია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ასევე შესანიშნავი მოსაუბრეა. აქამდე, რუსეთის ფართო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მისი ბიოგრაფიული ფაქტების შესახებ, სრული ინფორმაცია არ იყო ცნობილი, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ რუსულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუდან, დავითის შემოქმედებიდან უამრავი სიახლე გახდა ცნობილი.

 

 

 

ინტერვიუ დავით დანელიასთან:

 

დანელია: – მე დავიწყებ იმ კითხვაზე პასუხით, რომელზეც ვფიქრობ, რომ დაახლოებით ასჯერ, ვერ გიპასუხეთ. კინორეჟისორ გიორგი დანელიასთან მქონდა თუ არა კავშირი? გიპასუხებთ, „რა თქმა უნდა“. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ მოგვარეები ვართ. მე მას ვიცნობდი. თბილისში, „მიმინოზე“ მუშაობის დროს გადავიცანით ერთმანეთი. მოსკოვში, მაშინ მხოლოდ ქალაქის ტელეფონით შეიძლებოდა დაკავშირება. გიორგი ნიკოლაევიჩს, ჩემი მეგობრის, ქართველი მსახიობის ნუგზარ შარიას თხოვნით დავურეკე.

 

როგორც მსახიობმა, მან ბევრ ფილმში ითამაშა, სერიალიდან მეგობრები გავხდით. ნუგზარი, მალევე გაიქცა საბჭოთა კავშირიდან – შემოქმედებითი დელეგაციით საფრანგეთში იმყოფებოდა და იქ დარჩა. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა „რადიო თავისუფლებაში“. ჩვენ დაუსწრებლად დაგვიმტკიცეს დანაშაული და ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის ლამის დახვრეტის განაჩენი გამოგვიტანეს.

 

და როდესაც დრო და ძალაუფლება შეიცვალა, ნუგზარმა დაწერა სცენარი, ორ სერიანი ფილმისთვის, რომელიც ეხებოდა ძველ საქართველოს. ის მოსკოვში ჩამოვიდა და სცენარის დამუშავებაში დამეხმარა. ამ პერიოდში დავურეკე დიდებულ ადამიანს, ჩემს მოგვარე გიორგი დანელიას. სამწუხაროა, რომ მან ვერ შეძლო დახმარება, თუმცა სცადა.

 

ჩემს მიერ ფილმებში მონაწილეობის შესახებ უამრავი ადამიანია დაინტერესებული?! შემიძლია ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო:

 

– კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებულ ოც ფილმში ვთამაშობდი. ბავშვობაში, ოცი წლამდე ვცეკვავდი თბილისის პიონერთა სასახლის ანსამბლში. ჩვენი ერთ-ერთი კონცერტის დროს, ისტორიული დრამის მამლუქის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღება ჩემზე გამახვილა.

 

 

 

მათ ამირჩიეს ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლზე, ხვიჩა – „მაჰმუდი“ ბავშვობაში. კასტინგზე ხუთასი ბავშვი მონაწილეობადა. არჩევანი, ჩემზე გააკეთეს.

 

გადაღებებზე, ქართველი ცნობილი ადამიანების გვერდით ვმუშაობდი. ზრდასრული ხვიჩას – მაჰმუდის როლს ოთარ კობერიძე ასრულებდა. ფილმში, ასევე მონაწილეობდნენ ვერიკო ანჟაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე. უხეშად სათქმელია, მაგრამ ეს 1957 წელი იყო, მე კი ცხრა წლის ვიყავი …

 

 

 

ქართული მხატვრული ფილმი მამლუქი

 

– ბატონო დავით, ბავშვობაში, ეს ფილმი არაერთხელ მაქვს ნანახი! მამლუქი, ხშირად გადიოდა კინოთეატრებში, შემდეგ კი ტელევიზიით აჩვენეს. საქართველოში ვარსკვლავბიჭუნა უნდა გახდით ალბათ.

 

 

„მახსოვს ის პერიოდი, რა მძიმე იყო მაშინ ჩემთვის. გულწრფელად გეუბნებით, იყო პერიოდი, როცა გარეთაც კი ვერ გამოვდიოდი. გარშემო შეკრებილი ხალხი იყო, ყველას უნდოდა ხვიჩაზე ხელის შეხება. ამისათვის ხალხი ქუჩაში მანქანებს წინ უსწრებდნენ.

 

– დიდხანს გაგრძელდა თქვენი სამსახიობო კარიერა?

 

სამსახიობო კარიერა, მხოლოდ 27 წლამდე გაგრძელდა. ეს იყო, ძალიან საინტერესო წლები და დაუვიწყარი შეხვედრები. გაიხსენეთ სერგო ზაქარიაძე, რომელმაც ითამაშა მამის როლი ფილმში ჯარისკაცის მამა? მასთან ერთად ვითამაშე ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი- 1959 წელს. უბრალოდ, ნუ ავურევთ მას, დოვჟენკოს კინოსტუდიის ფილმ დღე პირველი, დღე უკანასკნელი.

 

და ეროსი მანჯგალაძე! ის არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი იყო, არამედ ფეხბურთის ბრწყინვალე კომენტატორი. სწორედ მის კვალდაკვალ წავიდა კოტე მახარაძე. გადაღებებზე, მათ ბევრი რამ მასწავლეს: ცხენით ჯირითი, ცურვა, ფარიკაობა, ჭიდაობა. ეს უნარ-ჩვევები და ჰობიები, დღემდე შენარჩუნებული მაქვს.

 

– რატომ არ გააგრძელეთ კინოსკენ მიმავალი გზა?

 

– ერთხელ, სტუდია „უზბეკფილმმა“ მიმიწვია ფილმის გადაღებებზე. კარგი კომპანია შეიკრიბა ტაშკენტში. როლის კასტინგზე, იმ დროს ახალგაზრდა ალექსანდრე აბდულოვი და ნიკოლაი კარაჩენცოვი ჩამოფრინდნენ მოსკოვიდან. სხვათა შორის, მას შემდეგ მე მათთან თბილი ურთიერთობა მაქვს.

 

ტაშკენტის ფილმის კასტინგი სამიდან ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გაიარა. უზბეკმა მონაწილეებმა, ყველაფერი წინასწარ გაწერეს. ასე, ზოგჯერ ჩვენს ხელბურთში ხდება, როდესაც მათ ეროვნული გუნდების სასწავლო გუნდში ეძახიან.

 

 

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განაწყენებული ვიყავი. იმ დროისთვის უკვე დავამთავრე თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მთლიანად ხელბურთში ჩავეფლე. პარალელურად ლოკომოტივის მწვრთნელადაც ვმუშაობდი. ფილმისთვის დრო თითქმის არ მრჩებოდა. ეს გრძელი და დამღლელი პროცესია. მაგალითად, „მამლუქის“ გადაღება, მთელი წელი გრძელდებოდა“, – ამბობს დანელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი