logo_geo
მამა შალვა კეკელია: პატრიარქი ემუდარებოდათ, ასე ნუ იქცევით, ნუ არბევთ ხალხსო, მაგრამ არც მოისმინეს...
- +

11 ნოემბერი. 2019. 14:38

 

დეკანოზმა შალვა კეკელიამ „იმედის კვირასთან“  ინტერვიუში 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა:

 

„გაგვაფრთხილეს, რომ 26 მაისს ხალხის დახოცვას აპირებდნენ. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოვიდა ჩვენთან და მან გაგვაფრთხილა. მე საპატრიარქოში მითხრეს, რომ მღვდლები უნდა მიგვეყვანა ქაშვეთში, რათა ჩავმდგარიყავით ხალხსა და ამ შეტაკებას შორის. მაშინ 30-მდე მღვდელს დავურეკე და ქაშვეთთან შევკრიბე. დაახლოებით, 500 თუ 600 ადამიანი შევაფარეთ ტაძარს. გასაქცევი არსად ჰქონდათ, რადგან მოძრაობა ყველა მხრიდან იყო დაკეტილი. მეუფე იაკობმა დარბევის ერთ-ერთ მეთაურს პატრიარქი დაალაპარაკა. პატრიარქი ემუდარებოდათ, ასე ნუ ექცევით, ნუ არბევთ ხალხსო, მაგრამ არც მოისმინეს. შემდეგ ხელიც კი ჰკრეს მეუფე იაკობს და ასეთი რამ გვითხრეს - თქვენ კომუნისტების დროც კი მოგენატრებათო“, - აღნიშნა მამა შალვამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი