logo_geo
მამუკა არეშიძე: ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკამ
- +

11 ნოემბერი. 2019. 17:55

 

„მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა სხვამაც ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომაც გამოჟონა ამ ყველაფერმა ასე მწვავედ. ეკლესიაში ნამდვილად არის პრობლემები, რაც შეიძლება ბევრი რამით იყოს  განპირობებული. გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი, როგორც ცდილობდნენ და დიდწილად ახერხებდნენ კიდეც გავლენის მოსაპოვებლად მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მოსყიდვას. ამის თაობაზე თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ამას აპროტესტებდა კიდეც. რას ვიზამთ, ეკლესიის წიაღშიც ადამიანები არიან და ბევრზე იმოქმედა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკამ, უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი მიეყიდა. გავიხსენოთ იგივე მეუფე პეტრე. რომელიც შეიძლება ითქვას, დოტაციაზე ჰყავდათ - ის დიდ თანხებს იღებდა ხელისუფლებისგან, გვახსოვს ჯიპების ჩამორიგების ამბავიც... მეუფე პეტრე არ ყოფილა გამონაკლისი, ბევრმა სხვამაც ამჯობინა პირადი კეთილდღეობა სულიერებას. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი ჰყავდა „კაგებეს“ ჩანერგილი ეკლესიის წიაღში.

 

თქვენ რა გგონიათ, ჩვენს ხელისუფლებებს არ ჰყავდათ და ჰყავთ იქ აგენტები?! ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, თავისი ქნა... ამას დაერთო ისიც, რომ პატრიარქი ასაკშია და ეკლესიაში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა. შექმნილი ვითარებით სარგებლობას კი, სავარაუდოდ, ქვეყნის გარედანაც ცდილობს მავანი და ქვეყანაშიც... „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აშკარად დაინტერესებულია ეკლესიის დასუსტებითა და არეულობით, ეს ცხადად ჩანს... გარდა ამისა, რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე“, -აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი