logo_geo
მამუკა არეშიძე: საქართველოში არ არის სისტემური განათლება არც საშუალო სკოლის და არც უმაღლესი განათლების დონეზე
- +

12 ნოემბერი. 2019. 17:23

„ხელმძღვანელების შეცვლით  და გაუთავებელი რეფორმით უდიდესი დარტყმა ადგება უმნიშვნელოვანეს სფეროს“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რაც შეეხება განათლების მინისტრების ცვლას, რატომ ხდება ეს, ჩემთვისაც აუხსნელია. არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებიან მავანნი, რომ ხელმძღვანელების შეცვლით და გაუთავებელი რეფორმით უდიდესი დარტყმა ადგება უმნიშვნელოვანეს სფეროს, შედეგად ვხედავთ, რომ სისტემაში ურთულესი ვითარებაა, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგები ისეთი მძიმეა, საკითხი ასე დგას - 15-20 წლის შემდეგ იქნება კი ქვეყანაში საზოგადოებრივი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მართვა შეეძლება? საქართველოში არ არის სისტემური განათლება არც საშუალო სკოლის და არც უმაღლესი განათლების დონეზე“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი