logo_geo
მამუკა არეშიძე: რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ფილმი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:49

 

„რომ არა ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ,  ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა“,-ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ფილმის პრემიერის პირველი დღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც არავის გახსენებია. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღები თუ ამბები ამ გაუთავებელი დაპირისპირებით იჩქმალება, რაც ჩვენს საზოგადოებას უფრო ანაწევრებს და ათითოკაცებს. რაც შეეხება ფილმს და მის გამო აჟიოტაჟს, ძალიან არაჯანსაღია ის ვითარება, რაც ლგბტ თემის გარშემოა შექმნილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ორივე მხარის მიერ ხდება საკითხის პოლიტიზება. როგორც ლგბტ თემის დამცველები, ისე მისი მოწინააღმდეგები რადიკალური ხერხებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მე ვნახე ეს ფილმი, მოგეხსენებათ, ჩემი პირველი პროფესია რეჟისურაა და სწორედ ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებ, მიმაჩნია, რომ როგორც ხელოვნების ნიმუში საშუალოზე დაბალი დონისააა, მიუხედავად მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდის სამსახიობო ოსტატობისა.

 

რომ არა  ასეთი პროვოკაციული და აგრესიული საპროტესტო აქციები, ვფიქრობ, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩებოდა. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ზნეობის სახელით გამოდიან ქუჩაში, ძირითადად, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ნამდვილად არიან გულწრფელად შეშფოთებული მოქალაქეებიც“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი