logo_geo
ნანა დევდარიანი: პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ეკლესიის შიგნით ყოველთვის მიდიოდა...
- +

13 ნოემბერი. 2019. 16:58

 

„სასულიერო პირს საერთოდ მეტად მართებს და მოეთხოვება ადამიანური ვნებების დაოკება“, - ამის შესახებ  ცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ანალიტიკოსი  ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლა ეკლესიის შიგნით ყოველთვის მიდიოდა და მათ შორის, ბაბუაჩემის პატრიარქობის დროსაც, მაგრამ მაშინ ეკლესიის ამბები საჯარო სივრცეში არ ჟონავდა და ინფორმაცია საზოგადოებამდე არ მიდიოდა.

 

საერთოდ, ნუ გვავიწყდება, რომ სასულიერო პირებიც ისეთივე ხორციელი ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ და არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ არის. უბრალოდ, სასულიერო პირს საეროზე მეტად მართებს და მოეთხოვება ადამიანური ვნებების დაოკება, მაგრამ, საუბედუროდ, ხშირად ვერ იოკებენ და ამიტომაც ხდება ის, რაც დღეს ხდება საპატრიარქოში“,- აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი