logo_geo
მამუკა არეშიძე: ეკლესია არაერთ მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი
- +

14 ნოემბერი. 2019. 14:31

 

„ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როცა ლაპარაკია ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია. ნუ მოვიტყუებთ თავს - მომავალშიც ეკლესიაც შეეცდება პოლიტიკაზე ზეგავლენას და პოლიტიკაც ეკლესიის საქმეებში ჩაურევლად არ გაჩერდება.

 

რა თქმა უნდა, არსებობს უხეში ჩარევის მაგალითები, რაც მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. რაც შეეხება ეკლესიის რეფორმირებას, ვფიქრობ, აუცილებელია.

 

ეს ცოცხალი ორგანიზმია, ცვლილებები მუდმივად საჭიროა, საჭიროა თაობათა ცვლა, მიდგომების შეცვლა. ამ ცვლილებებს ეკლესიურად განწმენდა ჰქვია. ეკლესია არაერთი მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი.

 

ქართული ეკლესია ტრადიციულად საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ის მაშინ იყო ძლიერი და ავტორიტეტული, როდესაც ეს მიმართულება იყო მაშინ წინ წამოწეული. როდესაც ეს არ ხდებოდა. ეკლესიის ავტორიტეტიც ეცემოდა. ახლა ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი