logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: მეუფე პეტრეს მიერ განხორციელებული ტერაქტი არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს
- +

14 ნოემბერი. 2019. 17:53

 

 

 

„არსებობდა დიდი შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ...“ - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„მეუფე პეტრეს მიერ განხორციელებული ტერაქტი არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს.

 

მომხდარის ანალიზს იმ დასკვნამდე მივყავართ, რონ ნადვილად არსებობდა კარგად დაგეგმილი დიდი შეთქმულება პატრიარქის წინააღდეგ და ამ შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ რომ მეუფე პეტრე ბრძანდებოდა „აბსოლუტურად უდანაშაულო“ დეკანოზს მამალაძესთან ერთად.

 

ეს „აბსოლუტურად უდანაშაულო“ დეკანოზი მამალაძე როგორც ჩანს, არც ისე უდანაშაულოა .მას შეიძლება უშუალოდ ციანიდთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ ის აქტიურად რომ მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში, უდავოა.

 

უფრო მეტიც, დეკანოზი მამალაძე, ფაქტობრივად, საპატიმროდანაც ასრულებდა ერთ-ერთ წამყვანი ფიგურის როლს ამ დროში გაგრძელებული შეთქმულების საინფორმაციო მხარდაჭერის მიმართულებით.

 

მხედველობაში მაქვს მისი გასაიდუმლოებული თუ ნახევრად გასაიდუმლოებული წერილი, რომელიც დღის სინათლე ვერ იხილა, მაგრამ მეუფე პეტრეს და მისი მოკავშირეების ხელში შანტაჟისა და ზეწოლის საკმაოდ მძლავრ და ეფექტურ იარაღად იქცა“,- წერს  ვახტანგ ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი