logo_geo
ვინ არის ნონა წოწორია, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას?
- +

2 მარტი. 2017. 15:15




„ვინ არის ნონა წოწორია, მოსამართლე, რომელიც მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული", - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია" სტატიას აქვეყნებს და ნონა წიწორიას შესახებ წერს, რომ ის ზურაბ ადეიშვილის „ფავორიტი" და გენპროკურატურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო.

 

„2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა, თუმცა, მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის ეროვნული მოსამართლეა. არც ვადის გასვლა და არც წინა განხილვაში მონაწილეობა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელ ფაქტორად არ ითვლება, ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს მხოლოდ ის ფაქტი, თუ მას რაიმე სამსახურებრივი კავშირი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან.

 

ნონა წოწორია ზურაბ ადეიშვილის „ფავორიტი" და გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ. 2004-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გახდა და კულუარული ინფორმაციით, სწორედ ადეიშვილის რეკომენდაციით, შეცვალა მინდია უგრეხელიძე სტრასბურგში ვადის ამოწურვის შემდეგ. ამბობენ, რომ ნაციონალების არგუმენტი მაშინ ორი ფაქტორი იყო - პროფესიონალიზმი და ნაციონალური ხელისუფლების უპირობო ერთგულება. დღეს ძნელია იმის მტკიცება, ვისი ერთგულებით ამაყობს ქალბატონი ნონა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, ითამაშა თუ არა რაიმე როლი მისმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა 2016 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ნაცმოძრაობისა" და მერაბიშვილისთვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანაში, ან რა გავლენას მოახდენს იგივე ფაქტორი ამ საქმის ხელახალ განხილვაზე.

 

დღეს იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ წოწორია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ და ვერ აკონკრეტებენ, მოახდენს თუ არა გავლენას ამ საქმეზე წოწორიას ფაქტორი", - ნათქვამია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი