logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: მეუფე პეტრეს განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ...
- +

16 ნოემბერი. 2019. 23:59

 

„2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალები მეუფე პეტრეს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებოდნენ“,- ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„თუ გავიხსენებთ მეუფე პეტრეს განსაკუთრებულ სიმპათიებს „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრე უშუალოდ იყოს ჩართული იმ რევანშისტული ხასიათის პოლიტიკურ დივერსიებში, რომლებსაც „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა მიმართულებით სისტემატურად ახორციელებს და ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და არასტაბილურობის ატმოსფეროს შექმნას ცდილობს.

 

სარწმუნო წყაროს ცნობით,2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში ნაციონალები მეუფე პეტრეს კათოლიკოს-პატრიარქობას ჰპირდებოდნენ.

 

არის კიდევ ერთი მნიშნველოვანი გარემოება, რომელსაც ექსპერტები და ანალიტიკოსები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, თუმცა, ჩვენი აზრით, სწორედ აქ დევს იმ იდეოლოგიური პლატფორმის ქვეტექსტი, რომელზეც აპირებენ ნაციონალები, 2020 წლის საარჩევნო კამპანია ააგონ“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი