logo_geo
ნანა დევდარიანი: ჩემს გარდა ყველამ იცოდა, რომ პატრიარქი დავით მეხუთე ცოცხალი აღარ იყო!
- +

17 ნოემბერი. 2019. 10:43

 

 

„უცნაური იყო, რომ პალატაში მწოლიარემ სიზმარი ვნახე“,- ცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ანალიტიკოსი  ნანა დევდარიანი თავის ბაბუას კათოლიკოს-პატრიარქს დავით მეხუთეს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იხსენებს.

 

„ბაბუის გარდაცვალებას რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალავდნენ, რადგან სამშობიაროში ვიწექი. პირველი შვილი გავაჩინე და  ახალშობილის მდგომარეობა  იმდენად მძიმე იყო, ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას ვერ მაძლევდნენ.

 

უცნაური იყო, რომ პალატაში მწოლიარემ სიზმარი ვნახე, უფრო სწორად, მთლად სიზმარიც არ იყო, თითქოს, ცხადად მეჩვენა: ბაბუა იწვა  და ფეხი ჰქონდა შეხვეული. მის საწოლზე ჩამოჯდომა დავაპირე, მაგრამ უარის ნიშნად ხელი დამიქნია და შეხვეულ ფეხს საწოლს ურტყამდა, რა დროსაც ბინტიდან სისხლმა გამოჟონა. მომენტალურად გამოვფხიზლდი და ამ დროს  ექიმი შემოვიდა, რომელსაც ვუთხარი - ბაბუა ან ცოცხალი აღარ არის, ან  მალე აღარ იქნება-მეთქი.

 

ამის გაგონებაზე ექიმი ელდანაკრავივით გავარდა პალატიდან. თურმე, იმ დროს ჩემს გარდა ყველამ იცოდა, რომ პატრიარქი დავით მეხუთე ცოცხალი აღარ იყო!“ - იხსენებს ნანა დევდარიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი