logo_geo
ნინო წიფურია: რამაზ ჩხიკვაძის სიმღერას რომ მოუსმინა, პიერ რიშარი დაკომპლექსდა
- +

17 ნოემბერი. 2019. 00:59

 

 

„ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ ჩვენი უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ, მათ შორის იყო რამაზ ჩხიკვაძე“, - ამის შესახებ  „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ნინო წიფურია წერს.

 

„ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ ჩვენი უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ, მათ შორის იყო რამაზ ჩხიკვაძე. ერთ ეპიზოდში პიერ რიშარს უნდა ემღერა. პიკნიკის სცენაა, რამაზ ჩხიკვაძე მღერის, ჩვენც ვცეკვავთ, პიერი ზის და გვიყურებს. დადგა ის მომენტი, როდესაც პიერი უნდა შემოვიდეს კადრში და იმღეროს, მაგრამ უცებ გამოაცხადა, არ ვიმღერებო. რას ჰქვია, არ იმღერებ, სცენარში წერია, უნდა იმღეროო. არაო, - თავი გაიგიჟა, - მე ვარ აქ ვარსკვლავი? შეხედეთ, თანავარსკვლავედი გყავთო. რამაზ ჩხიკვაძის სიმღერას რომ მოუსმინა, დაკომპლექსდა. რამაზი მთელ დღეებს გადასაღებ მოედანზე ატარებდა, სანამ პიერ რიშარი გამოიცვლიდა, ისაუზმებ-ისადილებდა და მოსვლას მოისურვებდა. იქნებ გამოფხიზლდეთ ქართველები და ჩვენები დავაფასოთ სიცოცხლეში. ფილმი მთავრდება კადრით - მურმან ჯინორია დგება და ტაშს უკრავს. მურმანთან ვერ მივა პიერ რიშარი. ჩვენსას უნდა მივხედოთ, თორემ პიერ რიშარისთანა ჩამოვა და წავა“, - წერს ნინო წიფურია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი