logo_geo
ირმა ხეცურიანი: ჩემთვის გაეროს-ს კეთილი ნების ელჩობა წარმოუდგენელი იყო...
- +

17 ნოემბერი. 2019. 01:21

 

„ჩემი ძირითადი მოვალეობაა, ხალხამდე მივიტანო სწორი ინფორმაცია...“ - ამის შესახებ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემთვის გაეროს-ს კეთილი ნების ელჩობა მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო. აზრადაც არ გამივლია, იქ ჩემი კანდიდატურა თუ განიხილებოდა. დამირეკეს, თუ გექნებათ სურვილი, კეთილი ნების ელჩი იყოთო. რატომაც არა, იმ მიზნებს, რომლებზეც საუბარია, პოპულარიზაციას სიამოვნებით გავუწევ-მეთქი და დავთანხმდი.

 

ჩემი ძირითადი მოვალეობაა, ხალხამდე მივიტანო სწორი ინფორმაცია, ეს იქნება ვიდეორგოლებით თუ უშუალო კონტაქტით, რომ ცალ-ცალკე არ შეიძლება ამ 17 მიზნის მიღწევა და, თუ გავერთიანდებით, ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლება. ბევრი ღონისძიება იგეგმება, მაგრამ მე სულ 3 თუ 4-ს დავესწარი აქამდე.

 

არა სიღარიბეს, არა შიმშილს, ჯანმრთელობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ინოვაციები, ახალი ინფრასტრუქტურა, ადაპტირებული გარემო, სიმშვიდე, სამართალი... - ესაა ძირითადი მიზნები და ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობა და პარტნიორობა ამ მიზნებისთვის, ანუ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩავრთოთ ამ ყველაფერში“, - აღნიშნავს ირმა ხეცურიანი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი