logo_geo
გია გაბრიჭიძე: 2020 წლის არჩევნების წინ „ნაცმოძრაობას“ სურს ეკლესიის დაშლა და დასუსტება...
- +

18 ნოემბერი. 2019. 14:45

 

 

„ეკლესია ორგანულად ვერ იტანს სისხლიან ნაცებს, რომლებიც 9 წელი ატერორებდნენ  მღვდელმსახურებს და  მეუფეებს!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს ხალხში ეკლესიის გავლენისა და ნდობის დასუსტება, როდესაც ეკლესია ორგანულად ვერ იტანს სისხლიან ნაცებს, რომლებიც 9 წელი ატერორებდნენ მღვდელმსახურებს და მეუფეებს?! ანუ ივანიშვილისთვის 2020 წლის არჩევნებში ეკლესია ბუნებრივი მოკავშირეა და საკუთარი თავის საზიანოდ ცდილობს ეკლესიის დასუსტებას?!

 

თუკი 2020 წლის არჩევნების წინ ვინმეს სურს ეკლესიის დასუსტება და, საერთოდ, დაშლა, ეს სწორედ „ნაცმოძრაობაა“, რადგან მრევლის, ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობას ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია“, - აღნიშნავს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი