logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: არაფერს ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მხარი დავუჭირეთ პერსპექტიულ განვითარებას...
- +

18 ნოემბერი. 2019. 16:26

 

„მე გუნდს ვთხოვე, რომ პროპორციულ სიაში არ შევეყვანე“,- ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„არაფერსაც არ ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მხარი დავუჭირეთ ქვეყნის გრძელვადიან, პერსპექტიულ განვითარებას, ქვეყანას ეყოლება ძლიერი და არა სუსტი, რყევადი ხელისუფლება. ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში სამ თვეს გაჭიანურდა  მთავრობის დაკომპლექტება, ნიდერლანდებში შვიდ თვეს გაგრძელდა, სულ ახლახან მოლდოვაში ჩამოიშალა ამორფული კოალიციური მთავრობა. ორ პარტიას შორის ღირებულებითი შეუთავსებლობა იყო - ერთი იყო პრორუსული, მეორე - პროდასავლური. კოალიციური მთავრობა 6 თვის შემდეგ ჩამოიშალა და ქვეყანა რეალური კრიზისის წინაშე დადგა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღებისას, გთხოვთ, გადახედოთ წარსულს. შეგიძლიათ ნახოთ სატელევიზიო ეთერი - ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მე გუნდს ვთხოვე, პროპორციულ სიაში შევეყვანე, რადგან პარლამენტში მხოლოდ ამომრჩევლის პირდაპირი მხარდაჭერით, ანუ მაჟორიტარის სტატუსით შევდიოდი. შემდგომ, როდესაც უკვე პარლამენტში ვიყავი, მე არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული იმის შესახებ, რომ პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ მაშინ, როდესაც  ქვეყანაში იქნება რეალურად თვითმმართველობა, რეალურად თვითმმართველი, ძლიერი და დამატებითი რგოლი და მაჟორიტარი აღარ დასჭირდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობისთვის. არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული 2017, 2018, 2019 წლებში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გუნდში არაერთი დეპუტატი ეწინააღმდეგება. უმრავლესობის სხდომაზეც მაქვს ეს საკითხი დაყენებული. ზოგჯერ არის ზეპარტიული და ზეგუნდური საკითხები, როდესაც შესაძლოა არ გაითვალისწინო ლიდერის ინტერესი და საკითხს უფრო მაღალი სტანდარტით მიუდგე“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი