logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: მედიცინის მუშაკის დატყვევება უკვე თავზე ხელაღებაა?!
- +

20 ნოემბერი. 2019. 15:54

 

„სულ ვამბობ, რომ ექიმების პროფესია ნომერ პირველია“,- აცხადებს მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თემაზე საუბრისას.

 

„რამდენს ბედავენ?! შეიძლება ექიმს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რომლისთვისაც მტერი და მოყვარე განურჩეველია, პირნათლად მიჰყვება თავის პროფესიას, ადამიანებისთვის გადადებულია, ასე სასტიკად მოექცე?! მედიცინის მუშაკის დატყვევება უკვე თავზე ხელაღებაა. სულ ვამბობ, რომ ექიმების პროფესია ნომერ პირველია. ადამიანს ტკივილი მოუხსნა, სიცოცხლე აჩუქო, ამაზე დიდი რა უნდა არსებობდეს ქვეყანაზე? ასეთ ადამიანს დაფასება და ხელშეწყობა უნდა, არამცთუ მოიტაცო და ტყვეობაში ამყოფო. მას რომ საზღვრის გადაკვეთისა და კანონის დარღვევის აღიარება აიძულებენ, ეს უკვე ფაშიზმია. ყველანი ვნერვიულობთ ამ ადამიანზე... თავს გავიდნენ, ყოველ დღეს ვიღაცას იტაცებენ, ყველა სანერვიულოა, მაგრამ ექიმი -განსაკუთრებით. ორივე ხელს ვწევ ამ კაცის მოქალაქეობისა და ღირსებიც წინაშე. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგვცეს და უვნებლად დაგვიბრუნოს ბატონი ვაჟა“,- აღნიშნავს ჯემალ  ღაღანიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი