logo_geo
რამაზ ზადიშვილი: დღე ერთად ვიყავით და საღამოს სხვა ოთახში შეჰყავდათ…
- +

20 ნოემბერი. 2019. 18:02

 

„საკანს ვერ დავარქმევდი“, - იხსენებს რამაზ ზადიშვილი ცხინვალის იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად გატარებულ პერიოდს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

 

„დღე ერთად ვიყავით და საღამოს სხვა ოთახში შეჰყავდათ. პატარა ოთახები იყო. სულ ექვსნი ვიყავით და გვეუბნებოდნენ, ერთ ოთახში ვიწროდ იქნებითო. ორი გაჰყავდათ დასაძინებლად და დილით ისევ შემოჰყავდათ. საჭმელს ერთად ვჭამდით, ვსეირნობდით, ვსაუბრობდით... ჰაერზე გამოვდიოდით, სიგარეტს ვეწეოდით.

 

საკანს ვერ დაარქმევდი იქ, სადაც ვიმყოფებოდით, არც სახლია, რაღაც დაწესებულების შენობაა. ბელეტაჟზე იდგა. ოთხი-ხუთი საფეხური იყო ასასვლელი“,-აღნიშნავს რამაზ ზადიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი